ხაბაროვსკის "სკა ენერგიამ" სტუმრად "შინიკს" რომ მოუგო (2:1), აქ ანგარიში გოგიტა გოგუამ გახსნა. 30 წლის ნახევარმცველმა პირველ ტაიმში პენალტი გაიტანა და 8 მატჩში 3 გოლი დაუგროვდა.
გოგუა 77-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ნავალოვსკიმ კი სრულად ითამაშა.
* * *
გაიტანა ოთარ მარცვალაძემაც (4 მატჩი, 2 გოლი). მისმა "ალანიამ" ლიდერ "არსენალს" უმასპინძლა და დამაჯერებლად სძლია - 2:0.
მარცვალაძემ თავისიანები 29-ე წუთზე დააწინაურა, 82-ეზე კი ადგილი გოჩა ხოჯავას დაუთმო.
ნალჩიკის "სპარტაკი" ორენბურგის "გაზოვიკთან" სტუმრად შერცხვა - 0:4. "გაზოვიკში" არ უთამაშია ზურაბ არზიანს.
რაც შეეხება ნალჩიკელ ქართველ დავით სირაძეს, მან 66-ე წუთიდან ითამაშა, მატჩის მიწურულს კი გაფრთხილება მიიღო.
* * *
ყვითელი ბარათი უჩვენეს მცველ აკაკი ხუბუტიასაც, რომლის "მორდოვიამ" სტუმრად "ნეტფეხიმიკს" აჯობა - 1:0.
აქაც შეიძლებოდა, ქართული დერბი შემდგარიყო, მაგრამ 20 წლის ფორვარდი მერაბ ურიდია "ნეფტეხიმიკის" განაცხადში ვერ მოხვდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"