პირველი იყო საბა კვირკველია, რომელიც "რუბინი"-"მიოლდეს" შეხვედრაში მწვრთნელმა 70-ე წუთიდან ათამაშა. ამ მომენტისთვის ყაზანელები 2:0-ს იგებდნენ და პირველი მატჩის შედეგიდან ("რუბინმა" ნორვეგიაში 2:0 მოიგო) გამომდინარე, ისედაც თავი ქუდში ჰქონდათ.
თამაშის ბოლოს "რუბინმა" მესამეც გაიტანა - 3:0.
რაც შეეხება კვირკველიას, ძნელი სათქმელია, რამდენს ითამაშებს ჯგუფურ ეტაპზე, არადა, გამოცდილების მისაღებად უთუოდ გამოადგებოდა...
* * *
"დნიპრომ" ესტონურ "კალიუს" საკუთარ მოედანზეც აჯობა 2:0 (პირველი მატჩი 3:1). ამ
ქართველთაგან ითამაშა სანდრო კობახიძემ, რომელმაც გახსნა კიდეც ანგარიში 39-ე წუთზე. მეორე ტაიმიდან კი თამაშში ჩაერთო უჩა ლობჟანიძეც, რომელიც ტრავმირებული იყო. 61-ე წუთზე მას ყვითელი ბარათი უჩვენეს.
* * *
"აინტრახტთან" პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე დამარცხების (0:2) შემდეგ, აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" შემდგომ ეტაპზე გასვლის მიზერული შანსი ჰქონდა, რაც, მოლოდინისამებრ, ვერც გამოიყენა. ფრანკფურტელებმა საპასუხო შეხვედრა უფრო მოკრძალებული ანგარიშით მოიგეს - 2:1.
"ყარაბაღის" ძირითადში იყო ფორვარდი ნიკა გელაშვილი, რომელმაც 82-ე წუთამდე კი დაჰყო მოედანზე, თუმცა თავისიანებს ვერაფრით შეეშველა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"