ეს ამბავი "ჰაიდუკის" პრესსამსახურმაც დაადასტურა და იქვე დააზუსტა, რომ ხორვატიაში გადასულ პირველ ქართველ ფეხბურთელს კლუბი ოფიციალურად 1 სექტემბერს წარადგენს.
21 წლის ილურიძემ გვითხრა, რომ "ჰაიდუკს" უკვე მუდმივ ნომერზეც შეუთანხმდა:
"კონტრაქტის გაფორმებამდე დაინტერესდნენ, რომელი ნომრის აღება მსურდა. როცა თავისუფალი ნომრები ჩამომითვალეს, ერთ-ერთი 11 ნომერი აღმოჩნდა, რაც ძალიან გამიხარდა და დაუფიქრებლად ავირჩიე", - ამბობს ილურიძე.
ძნელი სათქმელია, გამოცხადდება თუ არა "ჰაიდუკის" თავდამსხმელი ეროვნული გუნდის შეკრებაზე,
"ავსტრიელების მცველმა პირველ ტაიმში ფეხი ისე უხეშად ჩამცხო, კოჭი საშინლად ამტკივდა. სიმართლე გითხრათ, მეორე ტაიმში მოედანზე გასვლა არც შემეძლო, მაგრამ გუნდს ვჭირდებოდა.
საშინელი ტკივილებით ვითამაშე და ამიტომ იყო, მესამე გოლის დროს ბურთი რომ დავკარგე და ავსტრიელს ვერც გავეკიდე.
იმედია, სერიოზული არაფერი იქნება და ოპერაცია არ დამჭირდება. სპლიტში შემოწმებას ჩამიტარებენ და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, 2 სექტემბერს თბილისში გადმოვფრინდები და ნაკრებს შევუერთდები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ილურიძე: მადლობა ყველას! "დილადან" "ჰაიდუკში" გადავდივარ!
უზომოდ ბედნიერი ვარ! - გიორგი ილურიძე ჯერ ნაკრებში, მერე... "ჰაიდუკში"