გიორი ილურიძე: იმედია, ოპერაცია არ დამჭირდება და ნაკრებს შევუერთდები

AutoSharing Option
გიორგი ილურიძე სპლიტში ჩავიდა და "ჰაიდუკს" შეუერთდა. როგორც ცნობილია, გორის "დილას" თავდამსხმელმა ხორვატულ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ეს ამბავი "ჰაიდუკის" პრესსამსახურმაც დაადასტურა და იქვე დააზუსტა, რომ ხორვატიაში გადასულ პირველ ქართველ ფეხბურთელს კლუბი ოფიციალურად 1 სექტემბერს წარადგენს.

21 წლის ილურიძემ გვითხრა, რომ "ჰაიდუკს" უკვე მუდმივ ნომერზეც შეუთანხმდა:

"კონტრაქტის გაფორმებამდე დაინტერესდნენ, რომელი ნომრის აღება მსურდა. როცა თავისუფალი ნომრები ჩამომითვალეს, ერთ-ერთი 11 ნომერი აღმოჩნდა, რაც ძალიან გამიხარდა და დაუფიქრებლად ავირჩიე", - ამბობს ილურიძე.

ძნელი სათქმელია, გამოცხადდება თუ არა "ჰაიდუკის" თავდამსხმელი ეროვნული გუნდის შეკრებაზე,
რომელიც 2 სექტემბერს იწყება. "რაპიდთან" მატჩის დროს მას კოჭში მოარტყეს ფეხი:

"ავსტრიელების მცველმა პირველ ტაიმში ფეხი ისე უხეშად ჩამცხო, კოჭი საშინლად ამტკივდა. სიმართლე გითხრათ, მეორე ტაიმში მოედანზე გასვლა არც შემეძლო, მაგრამ გუნდს ვჭირდებოდა.

საშინელი ტკივილებით ვითამაშე და ამიტომ იყო, მესამე გოლის დროს ბურთი რომ დავკარგე და ავსტრიელს ვერც გავეკიდე.

იმედია, სერიოზული არაფერი იქნება და ოპერაცია არ დამჭირდება. სპლიტში შემოწმებას ჩამიტარებენ და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, 2 სექტემბერს თბილისში გადმოვფრინდები და ნაკრებს შევუერთდები".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ილურიძე: მადლობა ყველას! "დილადან" "ჰაიდუკში" გადავდივარ!
უზომოდ ბედნიერი ვარ! - გიორგი ილურიძე ჯერ ნაკრებში, მერე... "ჰაიდუკში"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ტყავაძე უნდა გავატყავოთ!
giorgi
19:19 02-09-2013
0
ადმინისტრაციას ვთხოვ რა ერტხელ სჰევაგინებ ტყავაძეს დაარ დაბლოკოთ
ioio
10:58 01-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული