დანიაში გამართულ სუპერმატჩში წერტილი დავით დევდარიანმა დასვა

AutoSharing Option
საოცარი თამაში გამოვიდა 30 აგვისტო დანიურ სუპერლიგაში, სადაც "ოდენსემ" ქართველების "ორჰუსს" უმასპინძლა.

სტუმართა შორის ძირითადში არც ერთი ჩვენებური არ ყოფილა. დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე თადარიგში გაამწესეს, ტრავმამოშუშებული მათე ვაწაძე კი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დანიის თასზე დუბლი შეასრულა, განაცხადშიც არ ყოფილა.

დევდარიანიც მხოლოდ 69-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში და მატჩის მიწურულს, როცა მისი გუნდი 5:3-ს იგებდა, "ოდენსე" მეექვსე გოლითაც დასაჯა.

არა
და, მასპინძელი 35-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა...

* * *
გერმანიის II ბუნდესლიგაში ლევან ყენიას "ფორტუნა" "არმინიას" სტუმრობდა. რაინ-ვესტფალიურ დერბიში ყენია და მისი თანაგუნდელები ორჯერ იგებდნენ (მათ შორის, პირველ ტაიმს - 2:1), მაგრამ მეორე ნახევარში "არმინიამ" დამატებითი სიჩქარეები ჩართო და 4:2 იმარჯვა.

ყენია, რომელმაც მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მწვრთნელმა 87-ე წუთზე შეცვალა.

* * *
ლატვიის ვირსლიგაში "ვენტსპილსმა" "იელგავა" მიიღო და დამაჯერებლად (2:0) გაიმარჯვა. მასპინძელთა შორის, 23 წლის ნახევარმცველმა თორნიკე თარხნიშვილმა 69-ე წუთიდან ითამაშა.

"დაუგავპილსი" "დაუგავასთან" "ქართულ" დერბიში დამარცხდა - 0:1. ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე 25 წლის ნახევარმცველმა გიორგი დიაკვნიშვილმა გაიტანა.

მეორე მხარეს სამივე ქართველმა ითამაშა: 65-ე წუთზე გიორგი ჩიხრაძე მამუკა ღონღაძემ შეცვალა, ბიძინა ცინცაძემ კი მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული