ოთარ მარცვალაძის გოლი ვლადიკავკაზის "ალანიას" მოგებაში დაეხმარა

AutoSharing Option
რუსეთის I დივიზიონის მორიგ ტურში ჩვენებურთა მხოლოდ ერთმა გუნდმა გაიმარჯვა და სწორედ ამ თამაშში გავიდა კიდეც "ქართული" გოლი.

"ალანიას" შემტევმა ოთარ მარცვალაძემ სანკტ-პეტერბურგის "დინამოსთან" შეხვედრაში მე-9 წუთზე გახსნა ანგარიში, რაც მყარი საფუძველი გახდა იმისთვის, რომ ვლადიკავკაზელებს ესოდენ საჭირო გამარჯვება ეზეიმათ - 3:1.

მარცვალაძე 85-ე წუთზე შეცვალეს, "ალანიას" მეორე ქართველმა გოჩა ხოჯავამ კი ბოლო 15 წუთი ითამაშა. "ალანია" მესამე ადგილზე რჩება.

გოგიტა გოგუა დისკვალიფიცირებული გახლდათ "უფასა" და "სკა ენერგიას" მატჩში, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით - 2:0 დასრულდა.

დამარცხებულთა შორის ერთადერთი ჩვენებური -
მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი იყო, რომელმაც სრულად ითამაშა.

90 წუთი დაჰყო მოედანზე დავით სირაძემაც, თუმცა ნალჩიკის "სპარტაკი" "შინიკთან" საგარეო მარცხისგან (1:2) ვერ იხსნა.

კიდევ ერთი ქართველი, რომლის გუნდიც ("გაზოვიკი") დამარცხდა, ზურაბ არზიანია. ორენბურგელებმა სტუმრად "ხიმიკთან" წააგეს - 0:2. არზიანმა 62-ე წუთიდან ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მარცვალაძე ნაკრებშიიი!
შაკო
11:21 11-09-2013
0
რომელ ნაკრებში? კიდევ გვყავს ნარკები?
odala
12:02 11-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული