ლადო დვალიშვილი პოლონეთში ჰეთ-თრიქით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებულმა ლადო დვალიშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. პოლონეთის ექსტრაკლასას მე-7 ტურში ვარშავის "ლეგია" "კორონას" ესტუმრა და ანგარიშით 5:3 მოუგო.

ლადომ პირველი გოლი 25-ე წუთზე შეაგდო და ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 2:0 გახადა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა, მეორე ნახევარში კი ქართველმა თავდამსხმელმა მეორე გოლი მალევე, 47-ე წუთზე შეაგდო. 69-ეზე კი ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 5:1.

დარჩენილ დროში მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს.

დვალიშვილის გუნდი პოლონეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს, კვალში კი "ვისლა" უდგას, რომელიც 2 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება ქართველის შედეგიანობას, 7
მატჩში 5 გოლით ის ექსტრაკლასას საუკეთესო ბომბარდირია ლოძის "ვიძევის" ფორვარდ ალექსეის ვიშნაკოვსთან ერთად.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული