კახა ცხადაძის გუნდში კი 35 წლის ალექსანდრე იაშვილმა გაიბრწყინა. პირველ ტაიმში ის ყველაზე უმალ გაერკვა სიტუაციაში და საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან გაიტანა, მეორეში კი მისი გარღვევის შემდეგ წაუვიდა "ინტერი" მარცხს - ქართველმა მარჯვენა ფრთაზე გაინავარდა, იქიდან კი ზუსტად დაკიდა ბურთი ხორვატი მატია შპიჩიჩის თავზე.
ალექსანდრე იაშვილმა "ინტერის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა. მან ამ გოლით ხანგრძლივი "მშრალი" სერია შეწყვიტა - ჩვენებურს ბოლოს შარშან 30 ოქტომბერს
ცხადაძემ სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა იაშვილი, ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე.
მატჩის შემდეგ ცხადაძის თანაშემწე ზაურ სვანაძემ "აზერი ფუტბოლს" განუცხადა:
"თამაში ბოლომდე დაძაბული გამოდგა, ძნელი იყო შედეგის გამოცნობა. პირველ ტაიმში ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მწვრთნელმა საჭირო ტაქტიკური გადაადგილებები განახორციელა. იმედია, ეს შეხვედრა გამოდგება გარდამტეხი ჩვენთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ქულების დაგროვებას."
"ინტერმა" ჩვეულად ვერ დაიწყო ჩემპიონატი ცხადაძის გუნდი 4 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.
გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" 0:0 ეთამაშა "ყარაბახს", რომლის შემადგენლობაშიც მეორე ტაიმი ითამაშა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიკა გელაშვილმა.
"თამაში მძიმე და დაძაბული იყო, გუნდები მაღალ სისწრაფეზე თამაშობდნენ. კონტრშეტევებზე გოლის იმედად ვიყავით, არ გამოგვივიდა. მახარებს, რომ ბიჭები ბოლომდე იბრძვიან", - ეს ჩიხრაძის კომენტარია.