ლევან კობიაშვილმა 17-თვიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში ითამაშა

AutoSharing Option
22 სექტემბერს ლევან კობიაშვილმა კარიერაში 338-ე მატჩი ითამაშა ბუნდესლიგაში!

ის ამ მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგის ლეგიონერთა შორის მეორე ადგილზეა, უსწრებს რა "გრემიოში" წასულ ზე რობერტოს (336 მატჩი).

ლევანი მხოლოდ კლაუდიო პისაროს (ბაიერნი) ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 355 ბუნდესლიგური მატჩია.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ლევანმა "ბილდს" უთხრა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებს. 36 წლის ქართველმა ელიტურ ლიგაში 2012 წლის 10 აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა ანუ 17 თვის შემდეგ.

სიმბოლურია, რომ ლევანი ბუნდესლიგას ისევ ყოფილ გუნდთან მატჩში დაუბრუნდა - გუნდთან,
რომლის საშუალებითაც ის მთელმა გერმანიამ და ევროპამ გაიცნო - "ფრაიბურგთან" შეხვედრის მე-20 წუთზე იოს ლუჰუკაიმ ლევანი ცენტრალური მცველის, იონ ბრუკსის ნაცვლად შეიყვანა.

"ფრაიბურგი" და "ჰერტა" 1:1 დაზავდნენ.

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლევანი მაგარია!
0
კობი ძაან მაგარი პროფესიონალია!!!! წარმატებები ლევან !!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული