ლევან კობიაშვილი: სანამ ფეხბურთიდან წავალ, მინდა, მისგან ყველაფერი მივიღო

AutoSharing Option
22 სექტემბერს ლევან კობიაშვილი 17-თვიანი შესვენების შემდეგ გერმანულ ბუნდესლიგას დაუბრუნდა და 338-ე მატჩი ითამაშა.

ლევანი "ფრაიბურგთან" მატჩის მე-20 წუთზე შევიდა თანაგუნდელის ტრავმის გამო. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

"შპორტალმა" ქართველის გარჯა 3,5 ბალით შეაფასა, ხოლო ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმა ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

3,5 ბალი დაუწერა კობიაშვილს "კიკერმაც".

მატჩის შემდეგ ჩვენებური ბუნდესლიგის ოფიციალურ საიტს ესაუბრა:

"დიდებულია, ვითამაშე ჩემი ძველი კლუბის წინააღმდეგ და ეს იყო ჩემი პირველი თამაში სეზონში. ვწუხვარ, რომ მოედანზე გამოსვლა ჩემი თანაგუნდელის, იონ ბრუკსის ტრავმის გამო მომიწია, მაგრამ ძალიან მიხარია,
რომ გუნდს დავეხმარე. მოედანზე სასიამოვნო წუთები გავატარე.

ჩვენ შინ სამი ქულით წასვლას ვგეგმავდით, მაგრამ ვერ შევძელით. თუმცა მიმაჩნია, რომ ქულას ორივე გუნდი იმსახურებდა.

მე კარგად ვიცი, რა ძნელია ფრაიბურგში თამაში. აქ ძალიან კარგი დრო მაქვს გატარებული.

წლევანდელი "ფრაიბურგი" ძალიან აგრესიული გუნდია. ამიტომაც პირველი 15-20 წუთი ძალიან გაგვიჭირდა, შემდეგ კი ჩვენი თამაში ვიპოვეთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან მაგრად არც ერთ გუნდს არ უთამაშია, ამიტომაც ფრე სამართლიანი შედეგი იყო"
, - განაცხადა 36 წლის კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ლევანმა "ბილდს" განუცხადა, რომ სეზონის შემდეგ კარიერას ასრულებს.

"ფრაიბურგში" 5 წელიწად-ნახევარი ვიყავი. ამიტომ განსაკუთრებული გრძნობაა, რომ სწორედ აქ დავბრუნდი ბუნდესლიგის მატჩებში. იმიტომ, რომ "ფრაიბურგს" საოცარი გულშემატკივრები ჰყავთ. მე კი, სანამ ფეხბურთს თავს დავანებებ, მინდა, რომ მისგან მაქსიმალურად ყველაფერი მივიღო.

ფეხბურთში დარჩენა ძალიან მინდა, "ჰერტაშიც" თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ ჩემს მომავალზე მეტი არაფერი ვიცი",
- განუცხადა "გოლს" ლევანმა.

Sportall.Ge
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:

ლევან კობიაშვილი: სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ
ლევან კობიაშვილმა 17-თვიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში ითამაშა
ლეგიონის უქმეები: ფრაიბურგიდან ფრაიბურგამდე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული