მიხაელ ბიუსკენსი: გააღვიძეთ ლევან ყენია და მიეცით ბურთი

AutoSharing Option
23 სექტემბერს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მორიგ ტურში ლევან ყენიას "ფორტუნა" ჰამბურგის "ზანკტ პაულის" ესტუმრა და ოდენ 1:1-ს გამორჩა.

ქართველმა შემტევმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 75-ე წუთამდე ითამაშა. თამაშამდე კი დიუსელდორფელთა თავკაცმა მიხაელ ბიუსკენსმა "კიკერთან", სხვათა გარდა, ყენიაზეც ილაპარაკა.

ბიუსკენსის თქმით, "ფორტუნას" კომპაქტურობა და ფანტაზია აკლია, რგოლებს შორის კარგი კავშირი არ არის და ამ პრობლემების მოგვარება ქართველს შეუძლია, რომელსაც კარგი ტექნიკა აქვს.

"ყენია ღამე რომ გააღვიძოთ და ბურთი მიაწოდოთ, მოედანზე გასვლა და თამაში არ დაეზარება", - ამბობს ბიუსკენსი.

"კიკერი" იმასაც
დასძენს, რომ მხოლოდ "ფორტუნას" მწვრთნელი და ფეხბურთელები კი არა, მეტოქე გუნდების მოთამაშეებიც გაოცებულები არიან ყენიას ტექნიკური შესაძლებლობებითა და გონიერებით, "ფორტუნას" რისკიანი თამაში აკლია და ყენიას შეუძლია გუნდს ამაშიც დაეხმაროსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყენია კი არა, ქეცბაია გააღვიძეთ, ქეცბაიაააა
sxvaa gasagvidzebeli
10:46 24-09-2013
0
"ოდენ 1:1-ს გამორჩა" - მაგარია :)))))))))))
0

სიახლეები პოპულარული