"ინტერში" თავისი პირველი აზერბაიჯანული გოლი გაიტანა 35 წლის ალექსანდრე იაშვილმა. ამ შეხვედრაში მან საგოლე გადაცემაც მიითვალა.
იაშვილს ბაქოში შევეხმიანეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- ალბათ, საკმაოდ მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ ნავსი გატეხეთ და გოლი გაიტანეთ. აზერბაიჯანულმა პრესამ როგორ შეაფასა თქვენი გარჯა "ნეფთჩისთან"?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორია აზერბაიჯანული პრესის შეფასება, ეს გოლი კი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
საერთოდ, გოლის გატანა ყოველთვის უდიდესი სიამოვნებაა და
- ბაქოს დერბი პრინციპული დაპირისპირებაა და საინტერესოა, როგორი იყო კახა ცხადაძის დავალება...
- კახა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ტაქტიკას, ფეხბურთელის მხრიდან სწორი გადაწყვეტილებების მიღებას - ცხადაძის გუნდში ყველა ფეხბურთელმა ზუსტად იცის, საკუთარ პოზიციაზე რა უნდა გააკეთოს.
- მატჩი როგორი გამოვიდა? სათამაშო უპირატესობა უფრო რომელ მხარეს იყო?
- მსაჯმა ძალიან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ ეს შეხვედრა ვერ მოვიგეთ. ჯერ პენალტი აჩუქა მოწინააღმდეგეს, მერე კი ისეთი ჯარიმა დანიშნა... მოკლედ, ორივე გოლი ასე გაგვიტანეს. ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რომ ფრე მოგების ტოლფასი გამოდგა. ორჯერ მოვახერხეთ რთული ვითარებიდან თავის დაღწევა.
სეზონში ყოველთვის დგება ხოლმე გარდატეხის მომენტი და დარწმუნებული ვარ, ეს მომენტი სწორედ "ნეფთჩისთან" შეხვედრა იყო.
- ძალიან ძნელი გამოდგა გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება აზერბაიჯანში? როგორ ატყობთ, რა არის ყველაზე დიდი სირთულე თქვენთვის?
- გოლი და საგოლე პასი. ფეხბურთში ეს ყოველთვის და ყველგან რთულია.
- "ინტერმა" სეზონი ცუდად დაიწყო. ახლა მეცხრე ადგილზეა, დაუგეგმავი ქულები დაკარგეთ და აქედან გამომდინარე, ამ სეზონში რა მიზნისთვის უნდა იბრძოლოთ?
- ცუდი სტარტის მთავარი მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ "ინტერში" ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა ამ სეზონისთვის. დარწმუნებული ვარ, ზედა ადგილებს დავუბრუნდებით და ისევ სამეულისთვის ვიბრძოლებთ.
იხილეთ ვიდეო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე იაშვილმა 11-თვიანი პაუზის მერე გაიტანა [VIDEO]