პროფილი: ლევან კობიაშვილი - სტაბილურობის მაგალითი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში ერთხელაც ითამაშა და გაგვიხარდა - ის ერთადერთი ქართველია, ელიტურ ლიგაში ისევ რომ თამაშობს. კობიაშვილმა ეს დაიმსახურა...

ის არ ჰგავს იმ თაობას, ვინც ახლა თამაშობს ნაკრებში, არა მარტო იმიტომ, რომ სხეული ნაირგვარი ტატუებით არ აქვს მოხატული და შარდენის ქუჩაზე პისტოლეტით არ მიდის გასართობად.

კობიაშვილი არ ჩარჩა ვლადიკავკაზის "ალანიაში" და ბევრად უფრო სახელიან თუ მდიდარ რუსულ გუნდში გადასვლას გერმანია ამჯობინა.

კობიაშვილი სტაბილურობის მაგალითია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. ის რესპექტაბელური მოთამაშეა გერმანიაში, სადაც საკუთარი დოგმები აქვთ - მსაჯის პატაკი ყოველთვის
სწორია.

ვოლფგანგ შტარკისა და კობიაშვილის ამბავი ჩვენებურისთვის ცუდად დასრულდა - ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია ისე მისცეს, ბრალეულობა ვერ დაუმტკიცეს.

35 წლის ფეხბურთელს ასეთი რამ რომ შეემთხვევა, ძალაუნებურად გაუძლიერდება კარიერის დასრულების სურვილი, მაგრამ კობიაშვილი სხვა შემთხვევაა და კიდევ ამიტომ არის სამაგალითო.

Sportall.Ge

ის ნაკრებშიც სტაბილური იყო, თავის საქმეს კარგად აკეთებდა. შესაძლოა, მისგან მეტსაც ველოდით ნაკრებში, მაგრამ საქართველოს ეროვნული გუნდი ხომ ძალიან თავისებურია, რომლის ავადობის მიზეზი დღემდე გამოსაკვლევია.

წინა შესარჩევში საქართველომ ხორვატიას გემრიელად რომ მოუგო, ბოლო წუთზე გოლი სწორედ კობიაშვილმა გაიტანა და თითქოს ასე დაემშვიდობა ქართველ გულშემატკივარს.

კაცმა 100 მატჩი ითამაშა ეროვნულ გუნდში და მწვრთნელმა ნაკრებიდან ისე გაუშვა, ძალიან გულნატკენი დარჩა.

Sportall.Ge

ამით მხოლოდ კობიაშვილს კი არ მოექცნენ ცუდად, არამედ საკუთარ თავს და ყველას, ვისაც გული შესტკივა ეროვნულ გუნდზე. ჩვენთან საფეხბურთო კულტურა ჯერაც დაბალია, ალბათ იმიტომაც, რომ კობიაშვილისნაირი ფეხბურთელი დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში ძალიან ცოტა გვყავდა - წარმატებული, სამაგალითო და ადამიანური თვისებებითაც გამორჩეული.

ამას წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა გაიხსენა კობიაშვილის გოლი საჯარიმო დარტყმით, თბილისში ირლანდიას რომ გაუტანა ფლანგიდან. ის ჯერჯერობით ერთადერთი ქართველია, ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ თრიქიც რომ შეასრულა...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კობიაშვილი იყო ფოლკერ ფინკეს და ოტო რეჰაგელის ფავორიტი, უმუშავია იუპ ჰაინკესთან და ფელიქს მაგათთან, უთამაშია სახელიანი ფეხბურთელების მხარდამხარ და ვარსკვლავების წინააღმდეგ... კობიაშვილი ფეხბურთელის კარიერას მალე დაასრულებს.

ტრივიალურად კი გამომდის, მაგრამ სხვანაირად ვერც იქნება - ასეთი კაცი ქართული ფეხბურთის სამსახურში უნდა ჩადგეს, ის სჭირდება საქართველოს, სადაც, ალბათ, აღარ მოხდება ისე, რომ 100 კეპის მომნაგრებელი ფეხბურთელი უტიფრად გაუშვან ეროვნული გუნდიდან...

Sportall.Geლევან კობიაშვილი
დაიბადა: 1977 წლის 10 ივლისს (36 წლის)
დაბადების ადგილი: თბილისი
სიმაღლე: 1.83 სმ
პოზიცია: ნახევარმცველი

კარიერა
წელი გუნდი თამაში გოლი
1993-94 რუსთავი (საქ) 48 0
1995-98 დინამო (საქ) 36 3
1997 ალანია (რუს) 21 5
1998-2003 ფრაიბურგი (გერ) 149 30
2003-10 შალკე (გერ) 04 168 9
2010-დან ჰერტა (გერ) 90 6

სანაკრებო კარიერა
1996-2011 საქართველო 100 12

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: სანამ ფეხბურთიდან წავალ, მინდა, მისგან ყველაფერი მივიღო

ლევან კობიაშვილმა 17-თვიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში ითამაშა
ლევან კობიაშვილი: სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ
მკითხველის კომენტარები / 9 /
ლევანი ძაან კარგი პიროვნებაა. მან სპორტში და ცხოვრებაში ჩვენი ქვეყანა ასახელა. მოხევეა და რასაც აკეტებს თუ იძახის ყველაფერს გულით აკეთებს და ეს კარგადაც გამოსდის. გენაცვალე ლევან
merabi k
09:50 05-10-2013
0
ლევანი ზაან მაგარი პიროვნებაა და ადამიანი ნამდვილი მოხევეა ხასიეთით არ ლაპარაკობს ბევრს და რასაც ლაპარაკობს გულით და ნაგდს, და ასევე გული და სული ცჰადო სპორტში რომ დაენახებინა ტავის შესაძლებლობა
merabi k
09:43 05-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული