ჯაბა კანკავა უკრაინის ჩემპიონატის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-11 ტურის დასრულების შემდეგ რამდენიმე გამოცემამ დაასახელა სიმბოლური ნაკრები.

სასიამოვნოა, რომ ნაკრებში მოხვდა "დნიპროს" საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სიმბოლურშია, როგორც "ფუტბოლ ბუმის", ასევე "უა ფუტბოლის" ვერსიით.

შეგახსენებთ, რომ კანკავას "დნიპრომ" შინ 2:0 მოუგო "ჩერნომორეცს".

"უა ფუტბოლის" ვერსიით კანკავა მე-3-ედ მოხვდა სიმბოლურში. ეს კიდევ უფრო დიდი მიღწევაა, რადგან ჯაბამ ტრავმის გამო გამოტოვა კიდევაც.

"შეუძლებელია, ტურის ცენტრალურ მატჩში დნიპროელთა ქართველ ლეგიონერს შესამჩნევი ფიგურა უწოდო, მაგრამ კანკავა, როტანთან ერთად, მოედანზე ენითაუწერელი ოდენობის შავ სამუშაოს ასრულებდა. ის მეზღვაურთა შეტევებს
შლიდა, მოიპოვებდა ბურთს, იწყებდა "დნიპროს" შეტევებს.

ჯაბამ ოდესელებთან დაპირისპირებაში მოიგო ორთაბრძოლების დიდი ნაწილი. მან თამაშიდან გამოთიშა ისეთი ძლიერი ფეხბურთელები, როგორებ
იც ალექსეი გაი და კირილ კოვალჩუკი არიან", - ვკითხულობთ "უა ფუტბოლის" შეფასებაში.

"ფუტბოლ ბუმი" ამატებს: "დისკვალიფიკაციიდან დაბრუნებული ჯაბა კანკავა მატჩის გმირი იყო. ის, პრაქტიკულად, მარტო გაუმკლავდა კოვალჩუკსა და გაის. სწორედ კანკავას წყალობით ისეთმა კარგმა გუნდმა, როგორიც "ჩერნომორეცია", ცენტრიდან ერთი სერიოზული შეტევაც ვერ განავითარა. მხოლოდ ჯაბა ხშირად ჯარიმდებოდა - მაგრამ ასეთია ქართველი, არ ზოგავს არც თავს და არც სხვას. ის ხისტია, მაგრამ არა შეუბრალებელი".

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ვაკო ყაზაიშვილის უმნიშვნელოვანესი პასი დერბიში [VIDEO]
ჯაბა კანკავას გასაოცარი მაჩვენებელი - 93-იდან 88 ზუსტი პასი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული