* * *
"მათე ვაწაძე კვლავაც არ არის წარმატებული "ორჰუსის" შემადგენლობაში. მისგან კლუბის ფანები გაცილებით მეტს ელოდნენ.
ეს დიდწილად მისი ტრავმიანობის ბრალია. ცუდი დრო ქართველისთვის მაშინ დაიწყო, როცა კოჭი მოიტეხა.
მათე უკვე თამაშობს და ცდილობს, კლუბისთვის სასარგებლო იყოს:
"ბედნიერი ვარ, რადგან დიდი ხანი გამიცდა, ახლა კი დავბრუნდი და თამაში და სრულყოფილი ვარჯიში შემიძლია.
რა თქმა უნდა, მართლაც ცუდ ფორმაში ვარ. ცოტა მეტი დრო და მეტი მომზადება მჭირდება,
ამასობაში "ორჰუსის" დირექტორი იან კრისტიანსენი აცხადებს, რომ ქართველი ფორვარდი გუნდს საკმაოდ ძვირი დაუჯდა:
"ის ჩვენ დაახლოებით 5 მილიონი კრონი დაგვიჯდა. ჩვენ მაშინ გადავწყვიტეთ ინვესტიცია ნიჭიერ ფეხბურთელში ჩაგვედო" (5 მილიონი კრონი დაახლოებით 900 ათასი ამერიკული დოლარია).
მათე ვაწაძემ ორი კვირის წინ ჰეთ თრიქი შეასრულა გუნდის სარეზერვო შემადგენლობაში, "სტიერნენთან" კი მან 2 გოლი გაიტანა", - წერს morethanaclub.dk.
ტრავმამოშუშებული მათე დანიის მიმდინარე ჩემპიონატში 22 სექტემბერს გამოჩნდა, თუმცა მას ჯერ მხოლოდ 42 წუთი აქვს ჯამში ნათამაშები.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი გორის "დილადან" "ორჰუსში" 2012 წელს გადავიდა და პირველ სეზონში, რომელიც სანახევროდ გაუხდა, 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე მათეს თბილისის "დინამოსა" და "ვოლგაში" უთამაშია.
"ორჰუსი", რომელშიც დავით სხირტლაძეც ასპარეზობს, 14 ქულით მე-5 ადგილზეა.
ასევე იხილეთ:
რას ერჩის პეტერ სორენსენი ქართველებს? მათე ვაწაძე გაკვირვებულია