ვლადიკავკაზის "ალანია" რუსეთის ჩემპიონატს ტოვებს?

AutoSharing Option
რუსეთის პირველ დივიზიონში მე-17 ტურის მატჩები გაიმართება. ვლადიკავკაზში "ალანიამ" "გაზოვიკს" უმასპინძლა და 3:0 მოუგო. მასპინძელთა განაცხადში არც ოთარ მარცვალაძე ყოფილა და არც გოჩა ხოჯავა.

სარანსკის "მორდოვია" "როტორს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა აკაკი ხუბუტიამ, რომელიც წინა ტურში სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

ნალჩიკის "სპარტაკმა" სტუმრად "უფა" დაამარცხა - 1:0. დავით სირაძემ 90 წუთი ითამაშა გამარჯვებულთა რიგებში, ხოლო გუჯა რუხაია 85-ე წუთზე შევიდა მოედანზე სტუმართა რიგებში.

ტურის შემდეგ ლიდერ "ალანიას" პრეზიდენტმა ვალერი გაზაევმა სენსაციური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ნოემბრის
მერე "ალანია" ჩემპიონატიდან გავა:

"ოთხი თვეა, ხელფასი არ აუღიათ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და კლუბის თანამშრომლებს. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ბიუჯეტი ბევრს ვერ აუდის, სპონსორი კი ჩვენ არ გვყავს".

* * *
გერმანიის II ბუნდესლიგაში დიუსელდორფის "ფორტუნამ" შინ 2:1 მოუგო "ფიურტს".

მასპინძელთა რიგებში სასტარტო იყო ლევან ყენია, რომელიც შესვენებაზე შეცვალეს, როცა ანგარიში 0:1 იყო. "ფორტუნა" 13 ქულით მე-9 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული