ავთანდილ ებრალიძე ესპანეთთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება?

AutoSharing Option
"ჟილ ვისენტეს" 22 წლის ნახევარმცველი ავთანდილ ებრალიძე თემურ ქეცბაიამ პირველად მიიწვია ეროვნულ ნაკრებში. დებიუტანტს ეგრევე მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან შეიძლება მოუწიოს დებიუტი.

სხვათა შორის, ავთოს მიწვევა ეროვნულ ნაკრებში პორტუგალიურმა "ა ბოლამ" ჯერ კიდევ 6 ოქტომბერს შეიტყო.

"ჟილ ვისენტეს" ოფიციალურ საიტზე შემდეგს ვკითხულობთ: "ავთანდილ ებრალიძის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან 15 ოქტომბერს შედგება.

"ჟილ ვისენტეში" ავთოს ბრწყინვალე ასპარეზობა არ დარჩათ შეუმჩნეველი მის სამშობლოში. ქართველი ბრწყინვალე ფორმაშია და ის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია ესპანეთთან სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის"
.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან მატჩისთვის 22 წლის ავთანდილ ებრალიძე გამოიძახა

ავთანდილ ებრალიძე: მჯერა, საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი მომეცემა
ავთო ებრალიძემ პორტუგალიაში ლამის მთელი გუნდი მოატყუა და საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
ზოგიერთი კომენტარებში რა სისულელეებს წერს...))
Walkabout
10 ოქტომბერი 2013 20:25
0
ეს საიტი უკვე მარაზმი გახდა, არ დაკარგოთ მკითხველი იმას ეცადეთ ქეცბაიას საგინებელი სტატიებით რომ ააჭრელეთ საიტი. ან რა იცით ფეხბურთის ქეცბაიაზე მეტი?! მეთი საფეხბურთო და არასაფეხბურთო კლანი ებრძვის ქეცბაიას, ალბათ გადაუკეტა ამ უკანასკნელმა ამ მაფიას ფულის შოვნის არხი
თემო
10 ოქტომბერი 2013 10:30
0
საიტი კი არ ებრძვის ქეცბაიას, ტუტუცი მწვრთნელი ებრძვის ქართულ ფეხბურთს!
murtalo
10 ოქტომბერი 2013 04:48
0
ეს საიტი , დიდიხანია ებრძვის ქეცბაიას :)
Shukvani
09 ოქტომბერი 2013 22:27
0
რა გინდათ სათაურთან ხოარ ამტკიცებს რო იქნება სასტავში?კითხულობს ადამიანი,,აინტერესებს ნახეთ კითხვის ნიშანია ბოლოში...DDDDDDD
durmishxan gulua
09 ოქტომბერი 2013 21:07
0
ამ საიტის ხელმძღვანელს ნაკრების ჩაბარება ხომ არ უნდა შემთხვევით? ყველაფერს კარნახობენ ქეცბაიას, როგორ ილაპარაკოს, ვინ მიიწვიოს ნაკრებში,ეხლა ძირითადი შემადგენლობაც ჩამოუწერეთ ბარემ.
ილია
09 ოქტომბერი 2013 17:46
0
ავოტორო, სათაური საიდან მოიტანე? :)
avtors
09 ოქტომბერი 2013 16:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული