კახა ცხადაძე: სიტუაციის გამოცვლა აუცილებლად წაგვადგება

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერი", რომელსაც ქართველი სპეციალისტი კახა ცხადაძე წვრთნის, აზერბაიჯანის ჩემპიონატის განახლებამდე თბილისში ემზადება.

ცხადაძე კმაყოფილია თბილისური შეკრებით: "ფეხბურთელებმა ძალიან კარგად დაისვენეს, ახლა კი ბევრი დრო გვაქვს, ჩემპიონატის განახლებისთვის კარგად მოვემზადოთ.

პირველი ორი დღე კარგად მოვემზადეთ, ხვალაც ვგეგმავთ ორჯერად ვარჯიშს. ვფიქრობ, სიტუაციის გამოცვლა აუცილებლად წაგვადგება.

ჩვენ ყოველ წელს აქ ჩამოვდივართ მოსამზადებლად და ყოველთვის კმაყოფილები ვართ. მიხარია, რომ ფეხბურთელები დატვირთვებს სიამოვნებით შეხვდნენ. თუკი ასე გააგრძელებენ, ჩემპიონატში აუცილებლად წინ წავიწევთ".

შეგახსენებთ, რომ "ინტერში" თამაშობენ: გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე იაშვილი და ბაჩანა ცხადაძე.
"ინტერი" 10 ქულით მე-7 ადგილზეა.

ასევე იხილეთ:
ბაქოს "ინტერის" ქართული სამზადისი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული