"ინტერის" წარუმატებელი სტარტის ერთ-ერთი მიზეზი განახლებული შემადგენლობაც იყო - სეზონის დაწყების წინ გუნდში 12 ახალი ფეხბურთელი მივიდა და ახალწვეულებს შეთამაშების პრობლემაც ჰქონდათ. ამას დაემატა წამყვან ფეხბურთელთა ტრავმებიც - 31 წლის ლაშა სალუქვაძე თითქმის თვენახევარი ვერ ეხმარებოდა "ინტერს", თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა,
სალუქვაძისა და ალვაროს გარდა, "ინტერს" ჰყავს კიდევ ერთი ცნობილი ახალწვეული - 35 წლის ალექსანდრე იაშვილი, რომელიც ყველა მატჩსა თუ ვარჯიშზე თანაგუნდელებისთვის პროფესიონალიზმის ეტალონად რჩება;
"ინტერში" მეოთხე სეზონი დაიწყო 34 წლის გიორგი ლომაიამ, ხოლო გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა, 25 წლის ბაჩანა ცხადაძემ - მესამე.
შარშან და შარშანწინ, სანაკრებო პაუზების დროს, "ინტერი" თბილისში რამდენჯერმე ჩამოვიდა და ამჯერადაც გვესტუმრება 5 დღით. თუმცა ცხადაძეს თბილისში სრული შემადგენლობა არ ეყოლება - მისი ვაჟი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ვაგიფ ჯავადოვი, სალახატ აგაევი, რუსლან ამირჯანოვი და ელხად ნაზირი - აზერბაიჯანის მთავარ გუნდში.
ამ ხუთი დღის განმავლობაში "ინტერი", მოკლევადიანი შეკრების გარდა, სავარაუდოდ, 12 ოქტომბერს, რომელიმე ქართულ კლუბთან საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"