მოგეხსენებათ, სტამბულური გრანდის მწვრთნელი ხორვატი სლავენ ბილიჩია და ასეთი სპარინგის გამართვა, როცა გაგანია სანაკრებო პაუზაა, პრობლემა არ იქნებოდა...
ჩვენთვის კი აქ მთავარი გიორგი ილურიძეა, რომლის გარშემოც ბოლო დღეებში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. ერთი ვერსიით, "ჰაიდუკის" ქართველი შემტევი ნაკრებში ჩამოსვლას ტრავმის გამო უარობდა (თუმცა კი 5 ოქტომბერს "სპლიტთან" დერბიში ითამაშა), მერე კი ითქვა, რომ "დილას" ყოფილ ფეხბურთელს სავიზო პრობლემა ჰქონდა, რომლის მოგვარების შემდეგაც ახალგაზრდულ ნაკრებს შოტლანდიასთან 14
ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ილურიძეს რომ ტრავმა არ აქვს, ეს 10 ოქტომბერსაც დადასტურდა, როცა 21 წლის ქართველმა "ბეშიქთაშთან" ამხანაგური მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პირველ ტაიმში საგოლე მომენტებიც ჰქონდა.
იმედია, ილურიძე პრობლემებს მოაგვარებს და ახალგაზრდულ ნაკრებს შეეშველება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩამოვა თუ არა გიორგი ილურიძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში?
გიორგი ილურიძე: გაუგებრობაა, ნაკრებზე უარი არ მითქვამს