მოსკოვის "სპარტაკი" ჯანო ანანიძეს ზამთარში არ დაიბრუნებს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, იჯარით "როსტოვში" გასხვისებული ჯანო ანანიძე ზამთრის პერიოდში უკან არ დაიბრუნოს.

მოსკოვურმა კლუბმა ჯანო და ფორვარდი არტიომ ძიუბა "როსტოვს" ერთი სეზონით ათხოვა, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით, "სპარტაკს" 21 წლის ქართველის ზამთრის შეკრებაზე უკან დაბრუნების უფლება ჰქონდა.

ახლა გაირკვა, რომ ამ უფლებას კლუბი არ გამოიყენებს.

ჯანო ანანიძე სეზონს "როსტოვში" დაასრულებს და მას სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ "როსტოვის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ჯანომ თავად გამოთქვა "როსტოვში" დარჩენის სურვილი და აღნიშნა, "სპარტაკის" ხელმძღვანელობას თავად ვთხოვ, ზამთარში არ დამაბრუნონო.

არც ძიუბა იწვის მოსკოვში დაბრუნების სურვილით; მეტიც, რუსეთის ნაკრების ფორვარდს სეზონის მერე "სპარტაკიდან" აბარგება აქვს გადაწყვეტილი.

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე ჩილიმს აბოლებს! - "როსტოვის" ფანები აღშფოთებულნი არიან
ჯანო ანანიძე: სანამ საქართველოს ჩემპიონატი სუსტია, ნაკრებს სულ გაუჭირდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული