გურამ კაშია: ამ მატჩის 75 წუთი სეზონში საუკეთესო იყო

AutoSharing Option
ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-11 ტურში ქართველთა "ვიტესმა" შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან - მოგების შემთხვევაში გუნდი პირველ ადგილზე გადადიოდა.

არნემული გუნდი 75-ე წუთამდე 2:0-ს უგებდა "გრონინგენს", მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 2:2.

ქართველთაგან მხოლოდ გურამ კაშიამ ითამაშა, ვალერი ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია კი სათადარიგოები იყვნენ.

თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს სწორედ გუნდის ქართველი კაპიტანი ესაუბრა:

"დაუჯერებელია! თამაშის პირველი 75 წუთი ამ სეზონში ჩვენთვის საუკეთესო იყო. შემდეგ გვქონდა 5-წუთიანი ჩავარდნა და ამან, ყველამ ნახეთ, რა შედეგიც გამოიღო.

ამხელა უპირატესობა გავანიავეთ და რაც მთავარია, ზედ ორი
ქულაც მივაყოლეთ. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ"
, - განაცხადა კაშიამ "დაგბლადთან" საუბარში.

"არავის ეგონოს, რომ ლიდერად გახდომის შანსის გამო ავირიეთ - ამის შესახებ არც ვიცოდით არაფერი. რა ხდებოდა "ფეიენოორდის" თამაშში, ჩვენთვის უცნობი იყო", - თქვა კაშიამ.

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ლევან მჭედლიძის მონატრებული გასროლა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბატონო გუჯა გავიგეთ რომ მაგარი ხარ და არ გაფასებენ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და თქვენი ნიჭის დამფასებელი კაცი გამოჩენილიყოს, მაგრამ ჩვენ რას გვერჩით ამ ფიზიკური გამძლეობის გაკვეთილებს რომ გვიტარებთ?
PARFIUMER
11:35 29-10-2013
0
კარგით რა პატივცემულო საქართველოს ჩამპიონატი კიარა ჰოლანდის რდივიზიონია
რაგაძლებაზეა საუბარი ცხენების დოღი კიარაა !
ქართველებმა 90 წუთის გაძლება უნდა ვისწავლოთ!
22:22 28-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული