არნემული გუნდი 75-ე წუთამდე 2:0-ს უგებდა "გრონინგენს", მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 2:2.
ქართველთაგან მხოლოდ გურამ კაშიამ ითამაშა, ვალერი ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია კი სათადარიგოები იყვნენ.
თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს სწორედ გუნდის ქართველი კაპიტანი ესაუბრა:
"დაუჯერებელია! თამაშის პირველი 75 წუთი ამ სეზონში ჩვენთვის საუკეთესო იყო. შემდეგ გვქონდა 5-წუთიანი ჩავარდნა და ამან, ყველამ ნახეთ, რა შედეგიც გამოიღო.
ამხელა უპირატესობა გავანიავეთ და რაც მთავარია, ზედ ორი
"არავის ეგონოს, რომ ლიდერად გახდომის შანსის გამო ავირიეთ - ამის შესახებ არც ვიცოდით არაფერი. რა ხდებოდა "ფეიენოორდის" თამაშში, ჩვენთვის უცნობი იყო", - თქვა კაშიამ.
ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ლევან მჭედლიძის მონატრებული გასროლა [VIDEO]
რაგაძლებაზეა საუბარი ცხენების დოღი კიარაა !