შოთა არველაძემ თვით "ტრაბზონი" დაამარცხა: ბრძოლა გრძელდება!

AutoSharing Option
ორშაბათს რამდენიმე მატჩი გაიმართა ქართველ ლეგიონერთა მონაწილეობით. კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში სტუმრად აპოელ-თან წააგო შოთა გრიგალაშვილის "ანორთოსისმა" და მესამე ადგილზე დაქვეითდა.

ქართველმა ფეხბურთელმა 73-ე წუთამდე ითამაშა.

დანიაში ქართველთა "ორჰუსმა" სტუმრად 2:0 მოუგო "ესბიერგს". დავით სხირტლაძე 68-ე წუთზე შევიდა მოედანზე, ხოლო მათე ვაწაძე სათადარიგო გახლდათ, დავით დევდარიანი არ ყოფილა. "ორჰუსი" 18 ქულით მე-5 ადგილზეა. მეორე გოლი კასპერ  სლოტმა სხირტლაძის პასით გაიტანა.

თურქეთში შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" იმ გუნდს აჯობა, სადაც საფეხბურთო კარიერის ბრწყინვალე ეტაპი გაიარა ქართველმა - "ტრაბზონს" 3:2 მოუგო.

ამ მოგებით ჩვენებურის გაწვრთნილი
სტამბულური გუნდი სუპერლიგაში მე-2 ადგილზე გადავიდა და მხოლოდ "ფენერბაჰჩეს" ჩამორჩება.

თამაშის შემდეგ შოთა ყველაფრით კმაყოფილი იყო:

"სტადიონზე ბრწყინვალე ატმოსფერო იყო. მინდა, რომ სულ ასე იყოს ჩვენთან. გავიტანეთ ლამაზი გოლები.

სატურნირო მდგომარეობით კმაყოფილები ვართ, თუმცა ბრძოლა გრძელდება"
.

რუსეთში გია გრიგალავას "ანჟი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ყუბანთან" და ბოლო ადგილზე რჩება. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა (5,5 ბალი "ჩემპიონატისგან").

ასევე იხილეთ:
შოთა არველაძე: თურქეთი იმსახურებს მუნდიალის საგზურს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული