ჯანო ანანიძის გუნდის თვითმფრინავმა ინგუშეთში ძლივს ჩააღწია

AutoSharing Option
რუსეთის თასის 1/16-ფინალური ეტაპიდან გამოვარდა ზურაბ არზიანის "გაზოვიკი". ორენბურგელები შინ დამატებით დროში დამარცხდნენ "ტომთან". ქართველმა ლეგიონერმა 120-ივე წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

ინგუშეთში "ანგუშტი"-"როსტოვის" თამაში 1 საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგან სტუმართა თვითმფრინავმა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო დაიგვიანა.

თუმცა ქართველ ლეგიონ ჯანო ანანიძეს ეს არ შეეხო - მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ჯანო და არტიომ ძიუბა როსტოვში დატოვეს და სათასო ბატალია აარიდეს. "როსტოვმა" ჯანოს გარეშე 1:0 მოიგო და ბრძოლას აგრძელებს.

ასევე იხილეთ:
როგორ შეაშინეს მოსკოვის "სპარტაკი" ჯანო ანანიძემ და ძიუბამ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული