ნიკოლოზ გელაშვილი აზერბაიჯანში ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
როგორც "აზერისპორტი" იტყობინება, აზერბაიჯანის პრემიერლიგამ მე-12 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი დაასახელა.

გელაშვილმა "გაბალასთან" შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, რისი წყალობითაც "ყარაბახმა" 4:3 მოუგო მეტოქეს.

ფედერაციამ ტურის სიმბოლური ნაკრებიც დაასახელა, თუმცა იქ გელაშვილის გარდა, სხვა ქართველი აღარ შესულა. შეგახსენებთ, რომ იმავე ტურში გოლი გაიტანა ბაჩანა ცხადაძემაც, ბაქოს "ინტერის" ფორვარდის ანგარიშზე საგოლე გადაცემაცაა.

ასევე იხილეთ:
ნიკოლოზ გელაშვილი: ნეტავ ასეთი მატჩები ბევრი იყოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული