გურამ კაშია: ნამდვილ "ვიტესს" გაისად იხილავთ!

AutoSharing Option
ჰოლანდიის ერედივიზიეში მე-13 ტურის შემდეგ ქართველთა "ვიტესი" 24 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. არნემული კლუბი, რომლის პრეზიდენტადაც მერაბ ჟორდანია რჩება, ერთი ქულით უსწრებს "ალკმაარს", ხოლო "აიაქსსა" და "გრონინგენს" - 2-2 ქულით.

საოცარია, მაგრამ გამოცემა AD-მ ამ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ ერთი ვიტესელი (პრიოპერი) შეიყვანა.

ალბათ, გუნდის კაპიტანი გურამ კაშია ისევ მოხვდებოდა სიმბოლურ ნაკრებში, რომ არა დასანანი შეცდომა "უტრეხტთან" მატჩის 62-ე წუთზე - მან საჯარიმოში ხელით ითამაშა და სტუმრებმა პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრეს.

Goal.com-ის ჰოლანდიურ გამოცემასთან ინტერვიუში ახლად გამომცხვარი ლიდერის ქართველი კაპიტანი ამბობს,
რომ ნამდვილ "ვიტესს" გულშემატკივრები და სპეციალისტები გაისად იხილავენ.

"ახლა ჩვენ ერედივიზიეში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ, მაგრამ გვაკლია სტაბილურობა. ახლა ხანდახან დასანან შეცდომებს ვუშვებთ - მაგალითად, "გრონინგენთან" სეზონის საუკეთესო მატჩი გვქონდა და ხუთ წუთში დავკარგეთ გამარჯვება. ეს რომ არა, ცხრილის სათავეში უფრო ადრე მოვექცეოდით.

ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ პროგრესზე. ვფიქრობ, ნამდვილი "ვიტესის" სანახავად მომავალ სეზონამდე უნდა მოიცადოთ.

გვაკრიტიკებენ, რომ ბევრ ფეხბურთელს ვიყენებთ, რომლებიც "ჩელსიში" ვერ მოხვდნენ შემადგენლობაში, მაგრამ ფაქტია, აქ ისინი ძალიან გვეხმარებიან და ტალანტებსაც განვითარებაში ხელს უწყობენ"
.

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ჰოლანდიაში ქართველთა "ვიტესი" გალიდერდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული