თორნიკე ოქრიაშვილი უკრაინელებს - ძალიან გაგიჭირდებათ!

AutoSharing Option
მუნდიალის პლეი ოფის მატჩის წინ უკრაინასა და საფრანგეთს შორის, უკრაინულ მედიას კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა მისცა ინტერვიუ - "ილიჩივეცის" შემტევმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც ამჟამად ტრავმის გამო ვერ თამაშობს.

"ფრანგებს ძალიან მაღალი კლასის გუნდი ჰყავთ. ისინი კარგად აკონტროლებენ ბურთს, იშვიათად იყენებენ გრძელ პასებს, უფრო უპირატესობას კომბინაციურ თამაშს ანიჭებენ. "სამფეროვნები" დიდებულად იყენებენ ფლანგებს, განსაკუთრებით იმას, რომელზეც ფრანკ რიბერი თამაშობს.

მათი სუსტი წერტილი? ჩვენი და საფრანგეთის ნაკრების თამაშების მიხედვით მომეჩვენა, რომ ცოტა ანსამბლიდან ამოვარდნილი იყო ბაქარი სანია, თუმცა ფრანგებს, რომ სუსტი ფეხბურთელები
არა ჰყავთ, ცხადია. მათთან ძალიან გაგიჭიდებათ.

რა თქმა უნდა, თამაშს ვუყურებ და უკრაინას ვუგულშემატკივრებ, სადაც ჩემი თანაგუნდელი რუსტამ ხუჯამოვიც არის გამოძახებული"
.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს პლეი ოფის პირველ მატჩში უკრაინა მასპინძლობს დიდიე დეშამის გუნდს, 19-ში კი საპასუხო დაპირისპირება პარიზში გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ჯაბა კანკავა: უკრაინელებს ფრანგებზე კარგი ნახევარმცველები გყავთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული