არის ესპანეთის ვიზა - "ალკორკონში" ბაჩანა არაბულის დებიუტი მალე შედგება

AutoSharing Option
ბაჩანა არაბულის საკითხი დადებითად გადაწყდა - ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ყოფილ კაპიტანს (რომლის ტრანსფერიც საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ეკუთვნის) შრომის ვიზა მისცა და 18 წლის თავდამსხმელი მალე სეგუნდა დივიზიონის კლუბ "ალკორკონში" ითამაშებს.

"ესპანეთში, ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, ჩვენს მოთამაშეებზე შრომის ვიზას საკმაოდ რთული პროცედურების გავლის შემდეგ გასცემენ.

ამჯერადაც ეს იყო მიზეზი, გაფორმებული კონტრაქტის მიუხედავად, არაბული "ალკორკონში" დღემდე რომ ვერ თამაშობდა.

ეს პრობლემა უკვე მოგვარდა. დაახლოებით ერთ კვირაში ბაჩანა ესპანეთში გაემგზავრება და სავარაუდოდ, დეკემბრამდე "ალკორკონში" სადებიუტო
შეხვედრასაც ჩაატარებს",
- გვითხრა "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არაბული მადრიდის "ალკორკონში" 31 აგვისტოს ჩაირიცხა. სეგუნდა დივიზიონის კლუბთან მან ნახევარწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. არაევროკავშირელობის გამო ესპანეთში შრომის უფლებას ის ორთვენახევარი ელოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბაჩანა არაბული: იმედია, "ალკორკონის" წინსვლაში გარკვეულ წვლილს მეც შევიტან
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა უნდა თქვა ტრაგედიაა, როცა მამელუქად გახდომას საკუთარი ნებით სიხარულით ვხვდებით! ეტყობა სხვა გზას არ გვიტოვებენ!
-ამიტომ ძალიან გაუჭირდება ქართულ ფეხბურთს!
-ამ ბიჭს წარმატებებს ვუსურვებ!
შოდა
16:04 18-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული