თორნიკე ოქრიაშვილი: "ილიჩევეცთან" გაწყდა კონტრაქტი, თავისუფალი ვარ

AutoSharing Option
ახლახან მარიუპოლის "ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა თავისი გუნდის ქართველ ლეგიონერებზე: თორნიკე ოქრიაშვილსა და დავით თარგამაძეზე ორაზროვნად ილაპარაკა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები კლუბში აღარ დაბრუნებულან.

პავლოვმა დასძინა, რომ ოქრიაშვილიც და თარგამაძეც "ილიჩევეცისთვის" გადაიზარდნენ...

ამ ამბავს თორნიკე თავის "ფეისბუქის" გვერდზე გამოეხმაურა:

"ილიჩევეცთან გაწყდა კონტრაქტი! თავისუფალ აგენტი ვარ და რომ წერთ, გული მწყდებაო და ა.შ. უნდა დავრჩენილიყავი "ილიჩევეცში" თუ რა?

"ილიჩევეცზე" უკეთესი გუნდი, მგონი, არსებობს და იმედია, მოვხვდებით".


შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის გუნდში ოქრიაშვილიც და თარგამაძეც იჯარის წესით თამაშობდნენ, სატრანსფერო
უფლებებს მათზე კი დონეცკის "შახტარი" ფლობს.

ასევე იხილეთ:

რა ხდება თორნიკე ოქრიაშვილისა და დავით თარგამაძის თავს?
"ილიჩევეცის" თავკაცი: ოქრიაშვილი და თარგამაძე ერთი თვეა, არ გამოჩენილან
თორნიკე ოქრიაშვილი: აქ თავს კარგად ვერ ვგრძნობ
მკითხველის კომენტარები / 5 /
პავლოვმა კი არ თქვა, რომ ოქრიაშვილიც და თარგამაძეც "ილიჩევეცისთვის" გადაიზარდნენ, არამედ თქვა, რომ თავად მ ა თ ი აზრია ასეთი, რომ "ილიჩევეცისთვის" გადაიზარდნენ. ჟურნალისტს ვთხოვთ, ღირსეულად მოიქცეს და ტყუილებს ნუ დაწერს.
dudu
10:09 27-11-2013
0
ამათი კარიერა დასრულებულია..სამწუხაროდ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული