"ოქრიაშვილს და თარგამაძეს საქართველოში უთხრეს, რომ მათ სერია A-ში ელოდებიან"

AutoSharing Option
football.ua-მ მცირე ინტერვიუ ჩამოართვა "ილიჩევეცის" თავკაც ნიკოლაი პავლოვს, რომელმაც ამას წინათ სკანდალური განცხადება გაავრცელა - ქართველი ფეხბურთელები, თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე ნაკრებიდან არ დაბრუნებულანო.

ახლა პავლოვის განცხადება უფრო რბილია და "ჩვენებას ცვლის", თუმცა საინტერესო სიახლესაც ამბობს.

- როგორ გავიგოთ თქვენი ფრაზა, თარგამაძე და ოქრუაშვილი არ დაბრუნდნენ ნაკრებიდანო?
- თქვენ ეტყობა ვერ გამიგეთ - მე მხედველობაში მქონდა, რომ დაბრუნდნენ, მაგრამ ტრავმირებულები. ორივემ საქართველოს ნაკრებში მიიღო ტრავმა. ჩვენ კიდევ უნდა ვუმკურნალოთ.

- ყველამ გაიგო, რომ ისინი ფიზიკურად არ დაბრუნდნენ მარიუპოლში...
-
არა, ხომ აგიხსენით, სინამდვილეში რა ვიგულისხმე.

- აბა, მაშინ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ფეხბურთელები ხშირად იღებენ ნაკრებში ტრავმებს. გამოდის, რომ მათი "ილიჩევეციდან" წასვლის მიზეზი სულ სხვაა...
- რა თქმა უნდა! იჯარის ვადები დასრულდა. თავად ბიჭები ფიქრობენ, რომ გადაიზარდნენ ჩვენი კლუბის დონისთვის. მათ რაღაც გრანდიოზული გეგმები აქვთ. ვიღაცამ საქართველოში უთხრათ, რომ სერია A-ში ელოდებიან.

- "ილიჩევეცისთვის" ეს დიდი დანაკარგია?
- სერიოზული დანაკარგია, ამას ვინ უარყოფს. სატრანსფერო ფანჯარა იხსნება და ვკარგავთ ძირითადის ფეხბურთელებს, მაგრამ ამაზე რატომღაც არ წერენ ჟურნალისტები.

***
ოქრიაშვილისა და თარგამაძის საკითხზე "შახტარის" გენერალურ დირექტორ სერგეი პალკინსაც დაეკითხნენ:

"ამ მომენტისთვის ეს ფეხბურთელები იჯარით ეკუთვნიან "ილიჩევეცს". სანამ ისინი მარიოპოლურ კლუბში არიან, ჩვენ არ უნდა გადავწყვიტოთ მათი პრობლემები. "შახტარი" არ ჩაერევა ამ სიტუაციაში".

როგორ მოგწონთ? კლუბმა, რომლის საკუთრებაშიც არიან ფეხბურთელები, ხელები დაიბანა. აქ არის მეორე მომენტიც: პავლოვი ამტკიცებს, რომ ქართველებს იჯარა დაუსრულდათ, პალკინი კი საწინააღმდეგოს გვეუბნება. ქეცბაიას კონტრაქტისა არ იყოს, მოდი და გაიგე, სად არის სიმართლე...

ასევე იხილეთ:
"ილიჩევეცის" თავკაცი: ოქრიაშვილი და თარგამაძე ერთი თვეა, არ გამოჩენილან
რა ხდება თორნიკე ოქრიაშვილისა და დავით თარგამაძის თავს?
თორნიკე ოქრიაშვილი: "ილიჩევეცთან" გაწყდა კონტრაქტი, თავისუფალი ვარ
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიჭი არ აკლიათ მაგ ბიჭებს,მაგრამ არ უნდათ თამაში და....ცოტა აკმაყოფილებთ... ცოტა ილიჩევიცია.და ეხლა ეგეც აგარ აქვთ...
nika
16:27 30-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული