სანდრო კობახიძე: ფლორენციაში მოსაგებად მივდივართ

AutoSharing Option
დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ 28 ნოემბერს, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩში, "პანდურიისთან" შეხვედრა (4:1) სრულად ჩაატარა.

ქართველი, რომელსაც უკრაინულ გუნდში თამაში არცთუ ხშირად უწევს, ამჯერად აქტიური იყო - პირველი გოლი სულაც მარცხენა ფლანგიდან მის ჩაწოდებას მოჰყვა.

მატჩის შემდეგ სანდრომ Football.ua-ს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

- სანდრო, გუნდმა ანგარიშით 4:1 მოიგო. რამდენად ითქმის, რომ რთული მატჩი იყო?
- კარგი თამაში გამოვიდა და ჩვენ მას სრულად ვაკონტროლებდით. რა თქმა უნდა, გარკვეული დროით დაძაბულობა შეიქმნა, როდესაც გოლი მივიღეთ და ანგარიში 2:1 გახდა,
მაგრამ შემდეგ თავი ხელში ავიყვანეთ და კიდევ ორჯერ გავიტანეთ.

ასე რომ, დღეს ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ - "დნიპრო" უფრო ძლიერი იყო.

- "დნიპრომ" მანამდე გაინაღდა შემდეგ რაუნდში თამაში, თუმცა პირადად შენთვის ეს მატჩი პრინციპული იყო. როგორ შეაფასებდი საკუთარ გარჯას?
- დიახ, მართლაც დიდი ხანია არ მითამაშია, იშვიათად ვხვდები ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ დღეს მწვრთნელმა გადაწყვიტა, ჩემთვის დრო მოეცა და მეც ვეცადე, ის მაქსიმალურად გამომეყენებინა.

გამიჭირდება საკუთარი თამაშის შეფასება და სჯობს, ეს სამწვრთნელო შტაბმა გააკეთოს. თუმცა, ჩემი მხრივ, ვიტყვი, რომ რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე.

ძალიან მინდოდა, გუნდს დავხმარებოდი და შედეგად მოვიგეთ კიდეც. რამდენად გავართვი თავი ამოცანას, მოდით, ამაზე გულშემატკივრებმა და მწვრთნელებმა თქვან.

- "ფიორენტინა" და "პასუში" 0:0-ს დასჯერდნენ და საიმისოდ, რომ "დნიპრომ" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, იტალიაში მოგება სჭირდება. ეს რამდენად რეალურია?
- ჩვენ ყველა თამაშში მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავდივართ. ასე რომ, ფლორენციაშიც გასამარჯვებლად მივდივართ. რა თქმა უნდა, ამის მიღწევა იოლი არ იქნება.

- ამჟამინდელ "დნიპროს" იტალიაში მოგება შეუძლია?
- ვფიქრობ, კი.

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. V ტური: 18 საგზური დარიგებულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული