გიორგი ლომაიამ "ინტერს" დერბი მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
"მე მინდა ჩემ ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო თავდადებისთვის და ხასიათის გამოვლენისთვის. ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა, ჩვენ კი ასე საჭირო 3 ქულა ჩავიწერეთ. კიდევ არის დეტალები, რომლებიც უნდა დავხვეწოთ, მაგალითად, შეტევაში თამაში.

აღშფოთებული ვარ ინციდენტის გამო, ფედერაციამ უხეში თამაშის წინააღმდეგ ზომები უნდა მიიღოს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემმა ვაჟმა ყბა მოიტეხა"
, - განაცხადა კახა ცხადაძემ მორიგი ბაქოური დერბის შემდეგ, რომელიც კვლავ მოიგო "ინტერმა". "ნეფთჩის" 3:1 დამარცხების შემდეგ, სტუმრად "ბაქი" 1:0 დაამარცხა.

გამოვარჩევთ რამდენიმე ფაქტს: 3 ქულა გუნდს გიორგი ლომაიამ შეუნარჩუნა, როცა
პენალტი მოიგერია; ბაჩანა ცხადაძე 72-ე წუთიდან ჩაება თამაშში, მაგრამ ორთაბრძოლაში მძიმე ტრავმა მიიღო - ყბა მოიტეხა და სტადიონიდან საავადმყოფოში გააქანეს; კახა ცხადაძეს ჟურნალისტთა ნაწილმა კვლავ ობსტრუქცია მოუწყო და დემონსტრაციულად არ დაესწრო მის პრესკონფერენციას.

ალექსანდრე იაშვილი მატჩის ბოლოს დროის გაყვანის მიზნით შეცვალეს, ხოლო ლაშა სალუქვაძე ისევ არ იყო განაცხადში, ქართველი მცველი ტრავმირებულია. "ინტერმა" უშუალო კონკურენტს გადაუსწრო ცხრილში და 23 ქულით უკვე მე-4 ადგილზეა.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" ქულები და ლიდერობა დააკარგვინა "ყარაბახს" - 0:0. სტუმართა რიგებში 71-ე წუთამდე ითამაშა ნიკოლოზ გელაშვილმა. "ყარაბახი" 30 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო "სიმურგი" 19 ქულით მეექვსეა.

"ჩვენ ძალიან საინტერესო ბრძოლის მომსწრენი გავხდით. "სიმურგსაც" და მეტოქესაც შეეძლო გატანა". - განაცხადა ჩიხრაძემ პრესკონფერენციაზე.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ლომა, იაშკა, ბევრი შაფა და ტემპი... რაც ქართულ ფეხბურთს ასე აკლია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული