გიორგი ილურიძე: "ადიდასი" დამიკავშირდა და კონტრაქტი შემომთავაზა

AutoSharing Option
ხორვატიის ნაციონალურ ლიგაში მე-18 ტური ჩატარდა. იგორ ტუდორის გაწვრთნილი სპლიტის "ჰაიდუკი" კვლავ მე-2 ადგილზეა. ბოლო უქმეებზე გუნდი ლიდერ ზაგრების "დინამოს" ესტუმრა, 2:2 ითამაშა და კვლავ ქულით ჩამორჩება.

გიორგი ილურიძემ ძირითადში ითამაშა. ის მეორე ტაიმში შეცვალეს.

ხორვატული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მან ტრავმა 3 ნოემბერს მიიღო, როცა მე-15 ტურში სპლიტელებმა სტუმრად კოპრივნიცის "სლავენთან" 3:3 ითამაშეს. იმ დღეს 21 წლის ქართველი თავდამსხმელი "ჰაიდუკის" სასტარტოში კი გამოჩნდა, მაგრამ პირველივე ტაიმში შეცვალეს. ამის შემდეგ სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზა იყო, გიორგი მომჯობინდა და 24
ნოემბერს "ოსიეკთან" შეცვლაზე ითამაშა.

მისი თქმით, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ახლაც, თურმე, ბოლომდე მორჩენილი არაა, მაგრამ თავს უკეთ გრძნობს. მან საინტერესო სიახლეც გაგვანდო.

"ბავშვობიდან "ადიდასის" ბუცებს ვიცვამდი და ძალიან მომწონდა. ხორვატიაში ამ ბუცებს ვხმარობ. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელისთვის აჯობებს, როცა ერთ ფირმას "მიჰყვება". ასე ბუცებს უკეთ მოირგებ და თამაშიც გაგიადვილდება.

არ ვიცი, ამის გამო თუ რა იყო მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ "ადიდასის" წარმომადგენელი დამიკავშირდა და კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზა. მერე სარეკლამო კლიპში გადამიღეს და ხელშეკრულებაც გავაფორმეთ.

შეთანხმების მოქმედების პერიოდში "ადიდასი" ყოველწლიურად მომაწვდის იმდენ ბუცს, რამდენიც სეზონში დამჭირდება. ხორვატიაში ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო, რადგან მსგავსი რამ საქართველოში არ ხდება. აქ კი ასეთ კონტრაქტს ბევრ მოთამაშეს უფორმებენ",
- გვითხრა ილურიძემ.

სულ რაღაც სამი თვეა, რაც ის "ჰაიდუკში" გადავიდა. ხორვატული გამოცემა "ვეჩერნი ლისტი" წერს:

"ქართველი არის სწორედ ის "ჯეკპოტი", რომელიც სპლიტელებსა და ტუდორს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სჭირდებოდათ. მას ინდივიდუალურად მრავალი პრობლემის მოგვარება შეუძლია".

აღსანიშნავია, რომ გორის "დილაში" თამაშისას გერმანული სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტი" ილურიძის სატრანსფერო თანხად 125 ათას ევროს ასახელებდა, ახლა - 450 ათასს.

სხვაობა თვალშისაცემია, არადა, ხორვატიის ნაციონალურ ლიგაში მან დღემდე სულ 8 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

ეტყობა, მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასის ზრდის მიზეზი ხორვატიის ჩემპიონატის კარგი რეპუტაციაა. იქ მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელი დაფასებულია და უამრავი სელექციონერიც აკვირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
Nogometni-magazin: გიორგი ილურიძე - "ჰაიდუკის" გმირი თუ ანტიგმირი?!
მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოშიც მალე ასე იქნება!!!!

უფრო ზუსტად - მინდა, რომ მალე ასე იყოს!
guja_kakhadze
19:22 03-12-2013
0
რა გაუხარდა ბუცებს აძლევენ უფასოდ
რეზო
02:11 04-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული