წლის კურიოზი: ჯანო ანანიძემ სამიოდე მეტრიდან ცარიელ კარს ააცილა [VIDEO]

AutoSharing Option
2 დეკემბერს რუსეთის პრემიერლიგის მორიგი ტური 4 მატჩით დასრულდა, რომელთაგან 3 - ჩვენი ყურადღების ქვეშ იყო.

უიმედო აუტსაიდერმა "ანჟიმ" შინ 0:2 წააგო "ტომთან". მასპინძელთა შორის მარცხენა მცველმა გია გრიგალავამ სრულად ითამაშა.

ჯანო ანანიძის "როსტოვმა" ცსკა-ს წარმატებული სერია (ზედიზედ 4 მოგება) შეუწყვიტა - 0:0. ქართველი შემტევი ძირითადში იყო და მოედანს 82-ე წუთამდე შემორჩა.

მეორე ტაიმში ჯანოს გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა - ჩვენებურს მახვილი კუთხიდან ცარიელ კარში გატანა მართებდა, თუმცა ბურთი ფეხზე აეჭრა და მისი დარტყმული საპირისპირო მხარეს წავიდა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"რუბინი"-"ამკარის" მატჩში (3:0) მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა მცველმა საბა კვირკველიამ, ახალგაზრდა ფორვარდი ნიკა კაჭარავა კი სათადარიგო იყო.

პოლონურ ექსტრაკლასაში გიორგი ფოფხაძის "იაგელონიამ" შავი დღე აყარა ერთ-ერთ ლიდერ "ვისლას" - 5:2. ჩვენებურმა მცველმა თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ცაციათი უნდა შეეგდო და როგორც ფეხბურთელები ამბობენ "შეჩკით"ორივე ფეხს ფეხბურთით დიდი ფულის შოვნისათვის ,ვერ ფლობს.და საერთოდ,ფიზიკათიც სუსტია,.გარინჩაც,ზეელერიც,ბესტიც,მიშკაც,ვოვაც და საერთოდ მსოფლის ბევრი ვარსკვლავის სიმაღლე იდეალური 1მეტრი და 70-74 სანტიმეტრია,აუცილებელი წონით -ერთი მეტრი,ტავის სიმაღლესთან შედარებაში,მაგრამ ძალიან ძლიერი ,დიდი ფეხბურთის სათამაშოდ გამოსადეგარი,ფეხებით.ეტალონი დიეგო მარადონა და ედსონ არანტეს დონასიმენტო იყვნენ,ცოტა წონა ჰქონდათ მეტი და როგორც კი იმატებდენ წონაშიც უარესდებოდა.და რაღათქმა უნდა, ნიჭი,ტვინუი და თავდადებული ბრძოლაა საჭირო,მთელი გეიმის განმავლობაში,ამგვარითამაში კი ერთეულების ხვედრია ათწლეულებში და ყოველწამიერი გარჯა,დაუღალავი გარჯა,ყოველი გაკეთებული საქმე სიამოვნებას უნდა განიჭებდეს და არა აუტანელ ტანჯვას, ავარსკვლავებაზე ფიქრის გადაყოლებით და მაშინ მიიღწევა ამ საქმეში მწვერვალები
metreveli
10:38 04-12-2013
0
ხდება ხოლმე :D
nakrebshi ar aacilot
12:40 04-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული