ალექსანდრე ამისულაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი - 18 ბლოკი პრემიერლიგაში

AutoSharing Option
ამ უქმეებზე რუსული პრემიერლიგა ზამთრის შესვენებაზე გადის. ალექსანდრე ამისულაშვილის "კრილია სოვეტოვი" 7 დეკემბერს "ვოლგას" ესტუმრება. "კრილია" 21 ქულით მე-11 ადგილზეა.

სხვათა შორის, ამისულაშვილი წინა ტურის სიმბოლური ნაკრების კანდიდატთა შორის იყო. ჩვენებურის კარგი თამაშის კიდევ ერთი დასტური სტატისტიკაა - მთელ პრემიერლიგაში ყველაზე მეტად მეტოქის დარტყმები ამისულაშვილმა დაბლოკა - 18-ჯერ.

8 დეკემბერს ჯანო ანანიძის "როსტოვი" "სპარტაკს" ქართველის გარეშე მასპინძლობს. რადგან ჯანო "სპარტაკის" წევრია და "როსტოვში" იჯარით გამოდის, თამაშის უფლება არა აქვს (კლუბებმა ასე მოილაპარაკეს). "როსტოვი" 24 ქულით მე-8 ადგილზეა.

გია გრიგალავას "ანჟი"
"ყუბანს" მასპინძლობს. "ანჟი" 7 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა.

საბა კვირკველიას "რუბინი" მოსკოვის "ლოკომოტივს" ესტუმრება. "რუბინი" 23 ქულით მე-10 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინც ნაკრებზე უარს იტყვის ყველას მიღწევები მაგრად მკიდია
soso
16:14 06-12-2013
0
მოდიტ რა კველამ დააკენეტ
temo
17:50 06-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული