ოქრიაშვილის აგენტი: თორნიკეს "შახტარის" ძირითადში სურს დამკვიდრება

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილის აგენტმა, ბესო ჩიხრაძემ გაზეთ "უკრაინულ ფეხბურთს" ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან განაცხადა, რომ 21 წლის ფეხბურთელის პრეროგატივა დონეცკის "შახტარში" დამკვიდრებაა.

"პირველ რიგში, თორნიკე კონტრაქტით ეკუთვნის "შახტარს", მარიუპოლში კი მხოლოდ იჯარითაა. ამიტომ მის მომავალს დონბასელთა ხელმძღვანელობასთან ერთად გადავწყვეტთ.

მეორეც, თავად ოქრიაშვილს სურს დონეცკში დაბრუნება და "შახტარში" სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისთვის ბრძოლა. ვიმედოვნებ, რომ მირჩა ლუჩესკუ მისცემს მას ასეთ შანსს და ფეხბურთელი ზამთრის შეკრებებს "შახტარში" გაივლის"
, - განაცხადა ჩიხრაძემ.

ფეხბურთელის აგენტმა სცადა აეხსნა მისი კლიენტის ირგვლივ აგორებული სკანდალი: "საფრანგეთთან და ფინეთთან სათამაშოდ,
თორნიკე ნაკრებში იყო გამოძახებული, სადაც ტრავმა მიიღო.

ამის შემდეგ ორი ვარიანტი ჰქონდა: ქირურგიული ჩარევა ან ალტერნატიული მკურნალობა. თორნიკემ მეორე გადაწყვიტა და ის რეაბილიტაციის კურსს გადის.

სამწუხაროა, რომ ტრავმამ მას სეზონი დაუნგრია, ის ხომ "ილიჩივეცის" ერთ-ერთი ლიდერი იყო"
, - ისევ ჩიხრაძე - "ახლა ყველაფერი ლუჩესკუზეა, როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. თუ თორნიკე "შახტარში" ფეხს ვერ მოიკიდებს, სხვა ვარიანტებსაც განვიხილავთ. ოქრიაშვილს "შახტართან" 2016 წლამდე აკავშირებს ხელშეკრულება".

"ოქრიაშვილი ძალიან ნიჭიერია და მის შესახებ ბევრ ჭორსაც გაიგებთ. ამბობენ, რომ მისით რუსული და ესპანური კლუბებიც არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ჯერ პირველ რიგში თორნიკე "შახტარში" დამკვიდრებას შეეცდება".

ასევე იხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილი: მეეჭვება, "შახტარმა" ჩემში მილიონზე ნაკლები მოითხოვოს
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა კარგი ბიჭი ყოფილა ოქრიაშვილი,რა ჯანდაბად იკრიჭავს იმ თავს ისე პაზორნად,
zaza
20:33 07-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული