"პირველ რიგში, თორნიკე კონტრაქტით ეკუთვნის "შახტარს", მარიუპოლში კი მხოლოდ იჯარითაა. ამიტომ მის მომავალს დონბასელთა ხელმძღვანელობასთან ერთად გადავწყვეტთ.
მეორეც, თავად ოქრიაშვილს სურს დონეცკში დაბრუნება და "შახტარში" სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისთვის ბრძოლა. ვიმედოვნებ, რომ მირჩა ლუჩესკუ მისცემს მას ასეთ შანსს და ფეხბურთელი ზამთრის შეკრებებს "შახტარში" გაივლის", - განაცხადა ჩიხრაძემ.
ფეხბურთელის აგენტმა სცადა აეხსნა მისი კლიენტის ირგვლივ აგორებული სკანდალი: "საფრანგეთთან და ფინეთთან სათამაშოდ,
ამის შემდეგ ორი ვარიანტი ჰქონდა: ქირურგიული ჩარევა ან ალტერნატიული მკურნალობა. თორნიკემ მეორე გადაწყვიტა და ის რეაბილიტაციის კურსს გადის.
სამწუხაროა, რომ ტრავმამ მას სეზონი დაუნგრია, ის ხომ "ილიჩივეცის" ერთ-ერთი ლიდერი იყო", - ისევ ჩიხრაძე - "ახლა ყველაფერი ლუჩესკუზეა, როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. თუ თორნიკე "შახტარში" ფეხს ვერ მოიკიდებს, სხვა ვარიანტებსაც განვიხილავთ. ოქრიაშვილს "შახტართან" 2016 წლამდე აკავშირებს ხელშეკრულება".
"ოქრიაშვილი ძალიან ნიჭიერია და მის შესახებ ბევრ ჭორსაც გაიგებთ. ამბობენ, რომ მისით რუსული და ესპანური კლუბებიც არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ჯერ პირველ რიგში თორნიკე "შახტარში" დამკვიდრებას შეეცდება".
ასევე იხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილი: მეეჭვება, "შახტარმა" ჩემში მილიონზე ნაკლები მოითხოვოს