ალეკო ამისულაშვილი და ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონატის ჯენტლმენებში

AutoSharing Option
ინტერნეტ-გამოცემა sports.ru-მ რუსეთის ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილი მიმოიხილა და გამორჩეული ფეხბურთელები აღნიშნა.

"11 ფეხბურთელის გამოყოფა შეიძლება ცალკე. ისინი ნამდვილი ჯენტლმენები არიან. თითოეულმა მათგანმა 15 მატჩზე მეტი ითამაშა, მაგრამ ერთხელაც არ მიიღო ყვითელი ბარათი.

განსაკუთრებით საკვირველია ალეკო ამისულაშვილის და ჟუსილეის მიღწევა - ეს ბიჭები დაცვაში ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე თამაშობენ, მაგრამ ზედმეტ ფოლებს არ იღებენ".

ალექსანდრე ამისულაშვილმა 19 მატჩში 1691 წუთი ითამაშა.

ამ 11 ჯენტლმენის სიაში ჯანო ანანიძეც მოხვდა - 15 თამაში, 1085 წუთი ყვითელი ბარათის გარეშე.

გამოცემას მოჰყავს ამისულაშვილის თამაშის ეპიზოდი წარწერით:
"შეხედეთ, ამისულაშვილი თამაშობს ბურთზე და არ ეხება სმოლოვს. პატივსაცემია"
.

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ამისულაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი - 18 ბლოკი პრემიერლიგაში
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხი გაშალე არ დაგიბუჟდეს.
ოდალა
21:30 09-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული