გია გრიგალავა: იღბალმა "ანჟის" ზურგი აქცია

AutoSharing Option
მახაჭყალის "ანჟის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ 24 წლის ქართველ მცველ გია გრიგალავასთან, რომელიც პრემიერლიგის საშემოდგომო ეტაპის ბოლო მატჩის შემდეგ არის ჩაწერილი.

იმ შეხვედრაში აუტსაიდერი "ანჟი" "ყუბანს" დაუზავდა - 0:0.

- "ანჟის" უკვე დიდი ხანია, არ გამოსდის თამაში პრემიერლიგაში. გაქვთ ამისი ახსნა?
- ვერაფერს გეტყვით. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ფორტუნამ ზურგი გვაქცია. ხომ ხედავთ, ბოლო წუთებზე პენალტიც ვერ გაგვაქვს, რომელსაც შეეძლო, გუნდისთვის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოეტანა.

- თუმცა გუნდის თამაშზე აუგს ვერ ვიტყვით. "ყუბანი" ცუდი გუნდი არაა, "ანჟი" კი მას სჯობდა...
- ასეა თითქმის ყველა მატჩის მერე, თამაშს არა უშავს, შედეგი არ გვივარგა. შედეგი რჩება, როგორი თამაში იყო, ბევრს აღარ ახსოვს. სხვა სიტუაციაში "ყუბანთან" ფრე ურიგო შედეგი არ იქნებოდა, ახლა კი ამ ქულას ჩვენთვის არაფერი მოაქვს.

- ახლა შესვენება იწყება, რომელმაც "ანჟის" სულზე მოუსწრო...
- დიახ, ვნახოთ - ამაზე უარესი მაინც არაფერი იქნება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ჩვენც ბოლოს და ბოლოს ავთამაშდებით.

შეგახსენებთ, რომ "ანჟი" რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 8 ქულით ბოლო ადგილზეა.

ასევე იხილეთ:
გია გრიგალავა: ერთი მოგება და ყველაფერი კარგად იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული