შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში თამაშობენ გოგიტა გოგუა და გიორგი ნავალოვსკი, ხოლო გუნდს ვალდას ივანაუსკასი წვრთნის, რომელიც შორეულ აღმოსავლეთში გორის "დილადან" გადავიდა.
ივანაუსკასის გუნდი 37 ქულით მე-8 ადგილზეა, თუმცა პრემიერლიგის საგზურისთვის ბრძოლის შანსი ჯერ არ დაუკარგავს.
აი, რა წერია გოგიტა გოგუას შესახებ, რომელიც "სკა-ენერგიას" მე-3 ტურიდან შეუერთდა: "და რა თქმა უნდა, პუბლიკის ფავორიტია გოგიტა გოგუა - ტექნიკური მარცხენა ნახევარმცველი, რომელიც თითოეულ მატჩში აუარებელ სამუშაოს აკეთებს."
რაც შეეხება
სხვათა შორის, სტატიაში "სკა-ენერგიას" ყოფილი მწვრთნელი გიორგი დარასელია და სხვა ქართველი ფეხბურთელებიც მოხსენიებულია:
"გუნდი დატოვა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ და მთელმა ქართულმა დიასპორამ (საკითხავი ის არის, ღირდა კი მათი მიწვევა სულ რაღაც რამდენიმე თვით?). თანაც, ოთარ მარცვალაძე, ლაშა სალუქვაძე და სხვები ხაბაროვსკში ვერ გახდნენ "თავისიანები" და მათი წასვლა დიდი დანაკარგი არ ყოფილა".
ასევე იხილეთ:
გოგიტა გოგუა რუსეთის პრემიერლიგაში ბრუნდება?