ლევან ყენიას თამაში 2013 წელს გამოირიცხა

AutoSharing Option
14 დეკემბერს, II ბუნდესლიგის მორიგ ტურში დიუსელდორფის "ფორტუნა" კოტბუსის "ენერგის" ესტუმრება, თუმცა ამ შეხვედრაში 23 წლის ლევან ყენიას თამაში გამორიცხულია.

"ფორტუნაში" ცოტა ხნის წინ ყენიას მწვრთნელი შეეცვალა, მაიკ ბიუსკენსის ნაცვლად "ვერდერისა" და "შალკეს" ყოფილი გოლკიპერი ოლივერ რეკი მივიდა. სწორედ რეკმა ისაუბრა ყენიაზე და აღნიშნა, რომ ქართველმა მოტეხილი თითი ბოლომდე ვერ მოირჩინა. ასეც რომ არ იყოს, ის ახლა სათანადო ფორმაში არაა, ამიტომ წლეულს ყენიას თამაში გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს "ფორტუნას" კიდევ ერთი მატჩი ელის, რაინის დერბი "კიოლნთან".

ლევან ყენიამ ამ
სეზონში 16-დან 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (7 სასტარტოში). მას გოლი არ გაუტანია.

ასევე იხილეთ:
ლევან ყენია: უნდა დავუმტკიცო ყველას, რა შემიძლია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტრამვა აქვს თორე რომ არ ქონდა ხომ ანგრევდა იქაურობას
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული