ლევან კობიაშვილი: წლის დასრულება ყველას პოზიტივით გვსურს, "დორტმუნდს" უნდა მოვუგოთ

AutoSharing Option
თითქმის ორ-თვიანი უთამაშებლობის შემდეგ ლევან კობიაშვილი მინდორს 13 დეკემბერს დაუბრუნდა - 36 წლის ვეტერანმა ამ სეზონში მესამედ ითამაშა, "ვერდერთან" 3:2 მოგებულ შეხვედრაში ბოლო 9 წუთი ითამაშა (ნორვეგიელი სკიელბრედის ნაცვლად შევიდა).

სხვათა შორის, 3 ქულა სწორედ კობიმ იხსნა ბოლო წუთებზე: 87-ე წუთზე თომას კრაფტიც უძლური იყო, რომ არა ქართველი, მან კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. სამწუხაროდ, ჩვენებურს იმდენი ხანი არ უთამაშია, რომ "შპორტალს" მისთვის შეფასება დაეწერა. სხვათა შორის, ეს იყო ლევანის 50-ე მატჩი ბუნდესლიგაში "ჰერტას" მაისურით.

აი, რას წერს "ჰერტას" ოფიციალური ვებგვერდი
ამასთან დაკავშირებით:

"დღეს მხოლოდ იოს ლუჰუკაის არ ჰქონდა საიუბილეო მატჩი, ვეტერანი ლევან კობიაშვილიც "იუბილარია" - მან 50-ედ ითამაშა ბუნდესლიგაში "ჰერტას" მაისურით. "კობიმ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასეთ მცირე დროშიც სასარგებლოა გუნდისთვის - ბოლო წუთებზე კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი და "ჰერტას" 3 ქულა შეუნარჩუნა.

კომენტარის გაკეთებისას 36 წლის ფეხბურთელი, როგორც ყოველთვის, მოკრძალებული იყო:

"ძალიან კარგი იყო. ბოლოსკენ გამარჯვების შენარჩუნება გვსურდა და ჩვენ ეს შევძელით. ძალიან საინტერესო მატჩი იყო, განსაკუთრებით კი გულშემატკივრებისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან ეს იყო ჩვენი წლის ბოლო თამაში შინ".

"ყველამ იცის, რაც შეემთხვა "ვერდერს" წინა ტურში, თუმცა ეს გუნდი, რომ ძლიერია, თქმა არ უნდა, ეს ჩვენ კარში ორმა გოლმაც დაადასტურა. თუმცა "ჰერტამ" კარგად გამოიყენა მეტოქის სუსტი თამაში დაცვაში. წლის ბოლო მატჩი ძალიან რთული გველის, დორტმუნდში "ბორუსიას" წინააღმდეგ, თუმცა ჩვენი მიზანი ამ შეხვედრაში სამი ქულის აღება იქნება. ყოველ ფეხბურთელს სურს "ჰერტაში", რომ სეზონი პოზიტიურად დავასრულოთ. ეს ჩვენი მიზანია და ვნახოთ, რა მოხდება".

ასევე იხილეთ:
ბრემენის "ვერდერთან" ლევან კობიაშვილის თამაშს ელიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული