თანაც, ქართველის გუნდი პირველი ტაიმის მერე უგო ალმეიდას გოლის "წყალობით" 0:1-ს აგებდა.
თუმცა ჩოლაქისა და სკარიონეს გოლების წყალობით "ქასიმფაშამ" მოიგო, ხოლო "ბეშიქთაშს" ალმეიდა და ბრაზილიელი რამონი გაუძევეს.
შეხვედრის 30-ე წუთზე საოცარი ინციდენტი მოხდა "ქასიმფაშას" საჯარიმოში - მასპინძელთა ჰოლანდიელმა მცველმა რაიან დონკმა "ბეშიქთაშის" ძალიან მწვავე შეტევა მეორე ბურთის დაგდებით შეძლო, რომელიც მანამდე ხელში ეჭირა!
სლავენ ბილიჩისა და მისი შეგირდების აღშფოთების მიუხედავად, დონკმა მხოლოდ ყვითელი ბარათი მიიღო.
"ის დამნაშავეა. ბურთი მას ხელში ჰქონდა და მგონი, ეს მსაჯმაც დაინახა. თამაში გრძელდებოდა. დონკმა ბურთი ძალიან ცუდად მოიცილა, მეტოქის შეტევას ხელი შეუშალა. ეს იყო ცუდი საქციელი. თუმცა საუბარი, თითქოს ამის გამო თამაში უნდა გადათამაშდეს, საფუძველს მოკლებულია".
79-ე წუთზე მატჩში კიდევ უფრო ცუდი ინციდენტი მოხდა: ტრიბუნებიდან გამოვარდნილი ფანი "ბეშიქთაშის" ფეხბურთელს, მანუელ ფერნანდეშს დაესხა თავს. ფანი ჯერ "ქასიმფაშას" ფეხბურთელებმა გააჩერეს, შემდეგ კი პოლიციამ დააკავა.
მანამდე კი "ბეშიქთაშის" ფეხბურთელები მას წიხლებით გაუსწორდნენ.
არველაძემ ამ ინციდენტის შესახებაც თქვა:
"ასე თუ ისე, რვა ენას ვფლობ, მაგრამ ამას რა უნდა დავარქვა, არ ვიცი. ვერც ქართულად, რუსულად, ინგლისურად... ასეთ ფაქტებს ფეხბურთთან კავშირი არა აქვს, ისინი ფეხბურთს ჩირქს სცხებს".
შოთამ თამაშზეც ისაუბრა:
"მეორე ტაიმში სიტუაციის ბატონ-პატრონნი ვიყავით, რაც ორ გოლშიც აისახა. მოკლედ, პირველი ტაიმი თანაბარი იყო, მეორე ჩვენი უპირატესობით წარიმართა და ლამაზი გოლებიც გავიტანეთ.
ამ თამაშისთვის ბიჭები გაორმაგებულად ემზადებოდნენ, მე ვგრძნობდი მათ დაძაბულობას".
ქართველი სპეციალისტის გუნდი 30 ქულით მეორე ადგილზეა თურქულ სუპერლიგაში და მხოლოდ "ფენერბაჰჩეს" ჩამორჩება.
ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: კობი მხსნელი, სასწაულმოქმედი შოთა, ლიდერი კაშია