ავთო ებრალიძეს პორტუგალიის ლიგის თასზე მეტოქედ "ბენფიკა" ერგო

AutoSharing Option
ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტეს" ცუდი დროება დაუდგა, გუნდმა ზედიზედ მე-4 ტურში ვერ მოიგო - სტუმრად "ეშტორილთან" 0:2 დამარცხდა და ახლა 18 ქულით მე-8 ადგილზეა.

ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა მარცხენა გარემარბად. "რეკორდის" მკითხველთა საშუალო შეფასებით, ქართველმა ნახევარმცველმა 2,1 ბალი დაიმსახურა, რაც არცთუ კარგია.

22 დეკემბერს "ჟილ ვისენტე" "არუკას" უმასპინძლებს და ამით წელიწადს დაასრულებს. პორტუგალიის ჩემპიონატი მალევე, 12 იანვარს განახლდება.

ამასობაში გაირკვა პორტუგალიის ლიგის თასზე ქართველის გუნდის მეტოქეთა ვინაობა: D ჯგუფში "ჟილ ვისენტესთან" "ლეიშოესი", "ნასიონალი" და "ბენფიკა" მოხვდნენ.

ასევე იხილეთ:
"ა ბოლა":
ავთო ებრალიძე "ჟილ ვისენტეს" სასტარტოში ბრუნდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული