ქართველ ლეგიონერთა სათასო მარცხები: "ვიტესიც" გავარდა, "ლეგიაც", "ქაისერიც" და "ჰაიდუკიც"

AutoSharing Option
ჰოლანდიის თასიდან გამოვარდა ქართველთა "ვიტესი", რომელიც ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

"ვიტესი" "როდას" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. გურამ კაშიამ და გიორგი ჭანტურიამ 90-90 წუთი ითამაშეს, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა.

* * *
პოლონეთის თასზე მარცხი იგემა ლადო დვალიშვილის "ლეგიამ". ქართველის გუნდი "გორნიკს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

ლადო 58-ე წუთამდე მოედანზე იყო, მერე კი შეცვალეს.

* * *
თურქეთის თასიდან გამოვარდა ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერი", რომელსაც "ტოკატსპორმა" მოუგო - 1:0.

ზურა სათადარიგო იყო და მოედანზე 53-ე წუთზე შევიდა.

* * *
ხორვატიის თასზე სპლიტის "ჰაიდუკი" შინ 1:2 დამარცხდა ზაგრების "დინამოსთან". ამ თამაშს მნიშვნელობა თითქმის არ ჰქონდა, რადგან I შეხვედრაში "დინამოს" 5:0 ჰქონდა მოგებული და ამ სხვაობის "ამოქაჩვა" კი ფანტასტიკის სფეროდანაა.

მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა გიორგი ილურიძემ.

* * *
სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში გიორგი ნერგაძის "მოროკამ" 2:1 მოუგო "პოლოკვანეს". ჩვენებურმა 64-ე წუთამდე ითამაშა. ნერგაძის "მერცხლები" 21 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული