"ვიტესი" "როდას" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. გურამ კაშიამ და გიორგი ჭანტურიამ 90-90 წუთი ითამაშეს, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა.
* * *
პოლონეთის თასზე მარცხი იგემა ლადო დვალიშვილის "ლეგიამ". ქართველის გუნდი "გორნიკს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. ლადო 58-ე წუთამდე მოედანზე იყო, მერე კი შეცვალეს.
* * *
თურქეთის თასიდან გამოვარდა ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერი", რომელსაც "ტოკატსპორმა" მოუგო - 1:0. ზურა სათადარიგო იყო და მოედანზე 53-ე წუთზე შევიდა.
მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა გიორგი ილურიძემ.
* * *
სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში გიორგი ნერგაძის "მოროკამ" 2:1 მოუგო "პოლოკვანეს". ჩვენებურმა 64-ე წუთამდე ითამაშა. ნერგაძის "მერცხლები" 21 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.