ნიკოლოზ გელაშვილის "ყარაბახი" ზამთრის ჩემპიონია

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატში მე-18 ტურის მატჩები გაიმართა და 1 თებერვლამდე შესვენება გამოცხადდა.

ერთი კვირის წინ "სიმურგის" პრეზიდენტმა მწვრთნელ გიორგი ჩიხრაძეს დარჩენილი ორი მატჩის მოგება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განთავუსუფლებით დაემუქრა - ქართველმა მწვრთნელმა მოთხოვნა შეასრულა - 20 დეკემბერს მისმა გუნდმა სტუმრად "რავანი" 3:0 გაანადგურა.

"სიმურგმა" 25 ქულით საშემოდგომო ეტაპი მე-6 ადგილზე დაასრულა.

დიდ ინტერესს იწვევდა დაპირისპირება ლიდერთა ჯგუფში "ყარაბახსა" და "ინტერს" შორის.

მასპინძელთა რიგებში სასტარტოში იყო ნიკოლოზ გელაშვილი (მეორე ტაიმში შეცვალეს), ხოლო კახა ცხადაძემ სასტარტოში ათამაშა გიორგი ლომაია და ლაშა სალუქვაძე.

მეორე ტაიმში "ყარაბახმა" ლომაიას კარში 2 გოლი გაიტანა და ზამთრის ჩემპიონი გახდა 36 ქულით. ცხადაძის "ინტერი" 27 ქულით მე-4 მე-5 ადგილებს იყოფს "ბაქისთან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული