პოლონურმა გამოცემამ ლადო დვალიშვილს დასცინა - ტანკი კი არა, "ტანკიტოა"

AutoSharing Option
"ვარშავა სპორტმა" "ლეგიას" სეზონის საშემოდგომო ნაწილი გააანალიზა და თითოეული ფეხბურთელი დაახასიათა, მათ შორის ლადო დვალიშვილიც, რომელზეც გამოცემას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

"ლადო დვალიშვილი - ის უნდა ყოფილიყო ტანკი, რომელიც მეტოქის მცველებისგან მტვერს დატოვებდა. სინამდვილეში კი ცენტრფორვარდი ნამეტანი მსუბუქი ტანკი გამოდგა. შეიძლება ითქვას, "ტანკიტოც".

შესაძლოა, ეს ხშირი "ვახტანგურის" (ეს სიტყვა ქართულია და პოლონურად ვერ ვთარგმნეთ) ბრალია"
, - წერს "ვარშავა სპორტი".

საერთოდ, ჩვენს თანამემამულეს ძალზე ხშირად აკრიტიკებენ პოლონეთში, რაც ცოტა უცნაურია - ლადო 9 გოლით "ლეგიას" ბომბარდირია. ახლახან გამოითვალეს და მას ყველაზე
ხშირად გააქვს პოლონეთის ჩემპიონატში გოლი.

სავარაუდოდ, ყველაფერი ევროთასებზე "ლეგიას" და მისი ქართველი ცენტრფორვარდის უკიდურესად ცუდი გამოსვლის ბრალია.

ასევე იხილეთ:
ლადო დვალიშვილს "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნის
ლადო დვალიშვილი: პრობლემის მიზეზი მარტო მე არ ვარ
ლადო დვალიშვილი "სუპერმენს" შეადარეს - "ლეგიასთან" ადაპტაცია არ გამჭირვებია
მკითხველის კომენტარები / 2 /
მამადუ ნიანგის საყურადღებოდ, ასხლეტილს იტანს ტუ რიკოშეტს, ხო იტანს და გუნდის ბომბარდირიც ყოფილა. ეს პოლონელებიც იაზვები და უმადურები ყოფილან
giga
10:47 25-12-2013
0
და 9ავე გოლი აქვს გატანილი ან თავით ცარიელ კარებთან, ან სხვისი დარტყმულის ასხლეტილი ან მისთანანი. ეს თუ ფეხბურთელია მე მამადუ ნიანგი ვარ
კოტიკო
04:43 25-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული