გი­ორ­გი ჩიხ­რა­ძე: ქარ­თ­ვე­ლე­ბი? აქ უფ­რო ბალ­კა­ნე­ლე­ბი და სამ­ხ­რე­თა­მე­რი­კე­ლე­ბი უნ­დათ

AutoSharing Option
აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ორი წრე, პირ­ვე­ლი ეტა­პი დას­რულ­და და შეს­ვე­ნე­ბაა. ზა­ქა­თა­ლის "სი­მურ­გის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი გი­ორ­გი ჩიხ­რა­ძე ახ­ლა სამ­შობ­ლო­შია და "ლე­ლოს­თან" ინ­ტერ­ვი­უს­თ­ვი­საც მო­ი­ცა­ლა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში მწვრთნე­ლად მუ­შა­ობს. მას რამ­დე­ნი­მე თე­მა­ზე ჩა­მო­ვუგ­დეთ სიტყ­ვა.

ჩიხ­რა­ძე "სი­მურ­გ­ზე", აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ფეხ­ბურ­თ­სა და ნაკ­რებ­ზე სა­უბ­რობს...

- ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ვე­ლი ეტა­პი "სი­მურ­გ­მა" მე-6 ად­გი­ლით ჩა­ამ­თავ­რა. რამ­დე­ნად ლო­გი­კუ­რად მი­გაჩ­ნი­ათ ეს შე­დე­გი?
- ცუ­დი შე­დე­გი არ არის, თუმ­ცა უკე­თე­სიც შე­იძ­ლე­ბო­და. ამ სე­ზო­ნის­თ­ვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მოგ­ვი­წია. ისი­ცაა, რომ მო­ედ­ნის სა­ფა­რი გა­მოვ­ც­ვა­ლეთ და ჩემ­პი­ო­ნა­ტის
პირ­ველ ეტაპ­ზე შინ მხო­ლოდ ორი მატ­ჩი ვი­თა­მა­შეთ, სხვა სა­ში­ნაო შეხ­ვედ­რე­ბი გა­ბა­ლა­სა და ბა­ქო­ში ჩა­ვა­ტა­რეთ. პირ­ვე­ლი ეტა­პის ბო­ლო ორ მატ­ჩ­ში დი­დი ან­გა­რი­შე­ბით გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ და შვე­ბუ­ლე­ბა­ში კარგ ხა­სი­ათ­ზე გა­ვე­დით.

- "სი­მურ­გი" არც ლი­დე­რებ­შია და ქვე­და ლი­გა­ში გა­ვარ­დ­ნაც არ ემუქ­რე­ბა. შე­გუ­ე­ბუ­ლი ხართ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბას?
- სე­ზო­ნის მე­ო­რე ეტა­პის­თ­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­საგ­ზუ­რის მო­სა­პო­ვებ­ლა­დაც ვა­პი­რებთ ბრძო­ლას. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტი უფ­რო და­ძა­ბუ­ლი გახ­და, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ გუნ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თორ­მე­ტი­დან ათამ­დე შემ­ცირ­და.

- რო­გორც უნ­და იყოს, "ყა­რა­ბა­ღი", "გა­ბა­ლა" და "ნეფ­თ­ჩი" ქუ­ლა­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მა­რა­გით უს­წ­რე­ბენ და­ნარ­ჩენ გუნ­დებს...
- გა­დაჭ­რით ვერ იტყ­ვი, რომ მხო­ლოდ ეს სა­მი გუნ­დი გა­ვა ევ­რო­ტურ­ნირ­ზე, "ბა­ქი" და "ინ­ტე­რიც" საკ­მა­ოდ ძლი­ე­რე­ბი არი­ან სა­ი­მი­სოდ, რომ ასეთ შე­დეგს მი­აღ­წი­ონ.

- ბო­ლო წლებ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ფეხ­ბურ­თ­ში დი­დი ინ­ვეს­ტი­ცია რომ გან­ხორ­ცი­ელ­და, ეს ყვე­ლამ იცის. სა­ინ­ტე­რე­სოა, მიმ­დი­ნა­რე სე­ზო­ნის­თ­ვის რა ვი­თა­რე­ბაა, კი­დევ უფ­რო ძლი­ერ­დე­ბი­ან გუნ­დე­ბი?
- ამ ეტაპ­ზე თან­ხე­ბი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლა­დაც იხარ­ჯე­ბა. მა­გა­ლი­თად, "სი­მურ­გის" სტა­დი­ონ­ზე ბო­ლო თა­ო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ფა­რი და­ა­გეს. აზერ­ბა­ი­ჯან­ში ყო­ველ წელს ახა­ლი მო­ე­და­ნი იგე­ბა, ნაკ­რებ­მა კი შე­სარ­ჩე­ვის ციკ­ლის ჯგუფ­ში მე­ოთხე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი კლუ­ბე­ბი ფი­ნან­სუ­რად კი­დევ უფ­რო ძლი­ერ­დე­ბი­ან. ერ­თი სიტყ­ვით, წინ მი­დი­ან.

- აზერ­ბა­ი­ჯან­ში ლე­გი­ო­ნე­რებ­ზე ლი­მი­ტის შემ­ცი­რე­ბას ხომ არ აპი­რე­ბენ?
- თერ­თ­მე­ტი­დან მი­ნი­მუმ 4 აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი უნ­და იყოს, მათ­გან ერ­თი - 21-წლამ­დე­ლი. მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნის­თ­ვის იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, რომ მო­ე­დან­ზე მი­ნი­მუმ 5 აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი უნ­და იყოს თი­თო­ე­უ­ლი გუნ­დი­დან.

- გი­ორ­გი ჩიხ­რა­ძე რო­მე­ლი­მე მო­წი­ნა­ვე ქარ­თუ­ლი გუნ­დის მთა­ვარ მწვრთნე­ლად - ამ ეტაპ­ზე ეს რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი? ხომ არ ფიქ­რობთ გა­რე­მოს შეც­ვ­ლა­ზე?
- "სი­მურ­გ­ში" მუ­შა­ო­ბა ჩემ­თ­ვის საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა, ჩემ­პი­ო­ნა­ტის დო­ნე ნორ­მა­ლუ­რია და არ­სად წას­ვ­ლას არ ვა­პი­რებ. გარ­და იმი­სა, რომ კლუბ­თან კონ­ტ­რაქ­ტი მა­კავ­ში­რებს, ის ფაქ­ტო­რიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ "სი­მურ­გის" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან პი­როვ­ნუ­ლად ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, სხვა გუნ­დ­ში გა­დას­ვ­ლას არც გან­ვი­ხი­ლავ.

- აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, ალ­ბათ, თვალ­ყურს ადევ­ნებ­დით იმ არ­ც­თუ სა­სი­ა­მოვ­ნო ვი­თა­რე­ბას, რაც ბო­ლო დროს შე­იქ­მ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნელ-ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის და, სა­ერ­თოდ, ქარ­თულ ფეხ­ბურ­თ­ში...
- რა თქმა უნ­და, ყვე­ლას გუ­ლი შეგ­ვ­ტ­კი­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ზე. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ნაკ­რე­ბის სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტაბ­სა და ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის მშვი­დი ვი­თა­რე­ბა იყოს. ორ­მ­ხ­რი­ვი სურ­ვი­ლია სა­ჭი­რო სი­ტუ­ა­ცი­ის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატს, უცხო­ე­თის სა­შუ­ა­ლო დო­ნის გუნ­დე­ბი­დან ქარ­თ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რომ დაბ­რუნ­დ­ნენ, ჩემ­პი­ო­ნა­ტის დო­ნე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აიწევს. ამის­თ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი კლუ­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ მხრივ სტა­ბი­ლუ­რო­ბის მიღ­წე­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

- რო­გორ შე­ა­და­რებ­დით სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ეროვ­ნულ ნაკ­რე­ბებს?
- ვფიქ­რობ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი უფ­რო მა­ღა­ლი დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბით არის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი. მო­ტი­ვა­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ყვე­ლა თა­მაშ­ში ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბი­ან. იქ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი პრე­მი­ე­ბი­ცაა. ზუს­ტად არ ვი­ცი, თუმ­ცა, რო­გორც გა­ვი­გე, ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­სა და რუ­სეთ­თან მატ­ჩე­ბის (მო­გე­ბა და ფრე - ავტ.) შემ­დეგ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნაკ­რე­ბის თი­თო­ე­ულ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, პრე­მი­ის სა­ხით, და­ახ­ლო­ე­ბით 90 ათა­სი ევ­რო მი­ი­ღო.

- ისევ "სი­მურ­გ­ზე" გკითხავთ. რო­მე­ლი­მე ქარ­თ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის აყ­ვა­ნას ხომ არ აპი­რებთ?
- ამ ეტაპ­ზე არა მგო­ნია, ეს მოხ­დეს. სა­ერ­თოდ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი კლუ­ბე­ბი უფ­რო ბალ­კა­ნელ და სამ­ხ­რე­თა­მე­რი­კელ ლე­გი­ო­ნე­რებ­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული